ბონსაის ხელოვნური დაბერება

შედარებით ახალგაზრდა ბონსაის რომ მივცეთ ძველი ხის შეხედულება, გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები და საშუალებები. ერთ-ერთ მათგანს მიეკუთვნება ქერქის მოშორება ტოტებიდან დანის და საჭრელებს გამოყენებით. სამუშაო იქნება უფრო რთული, როცა ხე უნდ აიყოს გადაჭრილი ან გაყოფილი. ამ მეთოდებით რომ დაკავდეთ, აუცილებელია გარკვეული თეორიული ცოდნა და პრაქტიკური უნარები.

გარდა ამისა უნდა იცოდეთ, რომ ის ტოტები რომლებიც უნდა დატოვოთ ცოცხლად არ შეიძლება ქერქის მთლიანად მოცლა. აუცილებლად უნდა დატოვოთ ქერქის თხელი ფენები, რომლებიც მიემართება მწვერვალისკენ, რომლის საშუალებითაც, მწვერვალისკენ მიემართება წყალი და საკვები ნივთიერებები.

თუმცა სხვაგვარადაა საქმე იმ ტოტებზე და ნაწილებზე, რომლებიც უნდა იყვნენ მკვდრები. მათზე ქერქი შეიძლება მოიხსნას მთლიანად და დამუშავდეს დანის საშუალებით. ქერქის მოხსნა ტოტიდან ან ხიდან არ წარმოადგენს სირთულეს, თუმცაღა ცარიელ ტოტზე მუშაობა მაინც მოითხოვს გარკვეულ უნარ-ჩვევებს.

ამიტომ, მანამ სანამ შეუდგებით ბონსაიზე მუშაობას, აუცილებელია ივარჯიშოთ ხის ნატეხზე. საუკეთესო მასალად ბონსაის ხელოვნური დაბერებისათვის არის წიწვოვანი ხეები, ისეთი როგორიცაა ნაძვი, ფიჭვი, ვინაიდან მათი ხე არ ზიანდება სოკოსგან და არ ლპება. თუმცაღა ხელოვნურად ასევე შეიძლება ფოთლოვანი ხეების დაბერება.

დარწმუნებით, რომ დაეუფლოთ ამ სპეციალურ ტექნიკას, აუცილებლად უნდა ადევნოთ თვალი ბუნებაში არსებულ მცენარეებს. მცენარეები „ომის ზონაში“, ანუ განსაკუთრებით ღია და დაუცველ ადგილებში, არიან საუკეთესო მაგალითი.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხეებს, რომლებზეც აღინიშნა მეხის დაცემა ან გვალვა. მანამ სანამ შეუდგებით მუშაობას, უნდა მოამზადოთ შესაბამისი ხელსაწყოები და დამხმარე საშუალებები. მათ შორის აუცილებლად უნდა იყოს დანების ნაკრები ხის საჭრელად, ბრტყელტუჩა ქერქის მოსახსნელად, საჭრელები მოხრილი ფორმის, სპეციალური მათეთრებელი საშუალებები საღებავებით ხის გასაჟღინთად.

ასევე არსებობს მრავალი ელექტრო ხელსაწყოები, რომლებიც ბევრად უფრო აადვილებს სამუშაოს. თუმცა კი ისინი ბევრად უფრო რთული გამოსაყენებელია. სწორედ ამიტომ ბოსნაის დაბერების ტექნიკის სწავლის დასაწყისში აუცილებელია ჩვეულებრივი ინსტრუმენტების გამოყენება. ისინი, ვინც გამუდმებით არიან დაკავებული ამ საქმით, იყენებენ რა შესაბამის ინსტრუმენტებს, სწრაფად ერკვევიან, რომელი ინსტრუმენტების გამოყენებაა შესაძლებელი აღნიშნულ ხეზე.

შარიმიკი(ბურთულიანი) – ხელოვნური დაბერების ტექნიკური მეთოდია, რომლის დროსაც ბონსაის ტოტების მნიშვნელოვანი ნაწილებიდან ეხსნება ქერქი, რის შემდეგაც შიშველი ხე მუშავდება დანით. დამწყებებისთვის არაა რეკომენდებული ამისათვის ძვირადღირებულია მცენარეების გამოყენება, ვინაიდან საჭიროა გარკვეული დრო, სანამ განვითარდება გარკვეული ფორმის შეგრძნება.

საბამიკი – ეწოდება ბონსაის გაყოფილი ხით. გარეგნულად ისინი გამოიყურებიან როგორც ხეები. რომლებსაც მოხვად მეხი. ძალიან ხშირად ისინი აღარ წარმოადგენენ მთლიან ხეს, თუმცაღა გამოირჩევიან დიდი განსსხვავებულობით. ბონსაის ასეთი ეფექტის მიღწევა შეუძლია მხოლოდ ხის ნაწილ-ნაწილ დაყოფით. ამის გამო, თვითონ ხე ხდება უფრო მასიური და ძლიერი.

ბუნებაში არსებული მცენარეები, რომლებიც შესაფერისია საბამიკისთვის, რომლებსაც გააჩნიათ სასურველი სისქე, სიმაღლეში ხშირად აღემატება 2 მ. იმისათვის, რომ მივიღოთ მათგან ბონსაი შესაბამისი ფორმის, ასეთი მცენარეები თავდაპირველად მოკლდებიან 70-8სმ-მდე. ეს კი იძლევა საშუალებას შემდგომში ხის წვერის ჩამოყალიბების, ისეთის თითქოს მას მოხვდა მეხი. ხის ზედა ნაწილს უნდა მიეცეს კონუსისმაგვარი ფორმა, რათა ხე გამოიყურებოდეს ბუნებრივად. ასეთ ადგილებში კი შესაძლებელია შარიმიკის გამოყენება.


გადასვლა საიტებზე:

●  შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელშეწყობისა და დასაქმების ინოვაციური საშუალებები >>
● საკონსულტაციო მასალები შშმ პირთა დასაქმების პროგრამისათვის – შშმ პირთა მიერ ოთახის იშვიათ მცენარეთა წარმოება-ექსპორტი >>
● წინა პოსტი >>   ● მომდევნო პოსტი >>