სუკულენტების გამრავლება

გამრავლების პროცესი მარტივია. ბევრი სუკულენტებიდან იძლევა საშუალებას ჩამოვარდნილი ფოთოლი ჩაიზარდოს. ზოგიერთ მცენარეს შეიძლება უბრალოდ მოაჭრათ ჩაზრდილი მხარი, შემდეგ კი გადარგოთ გრუნტში. ჩანაზარდებისა და ფოთლების წყალში ჩადება არ შეიძლება, ლპებიან. გამონაზარდები თავდაპირველად უნდა გააშროთ დაახლოებით სამი დღე ფანჯარაში, შემდეგ კი ჩარგოთ. უკვე რამდენიმე კვირის შემდეგ კი ახალგაზრდა ყვავილა გაიდგავს ფესვებს. მნიშვნელოვანია გამოიყენოთ დამატებითი საკვები და სპეციალური ფესვის წარმომქმნელი სტიმულატორები, ასე მცენარე სწრაფად გახდება სიცოცხლიუნარიანი.

ფოთლით გამრავლებისას ფოთოლს მთლიანად ატეხავენ, და დებენ ახლოს მიწაზე. ასევე ყვავილს აქვს ჩვევა ფოთლების ჩამოყრის და თავად გამრავლების. პატრონის დამატებითი მოქმედების გარეშე თავად გაიდგავს ფესვებს. აუცილებელია მხოლოდ ცოტა ახალი მიწის დამატება. ორ კვირაში გაიზრდება ფესვები, შემდგომ კი გაჩნდება ყვავილები.

ზოგიერთი სუკულენტები უკვე ორი თვის შემდეგ გარდაიქმნებიან სრულფასოვან ზრდასრულ მცენარედ, სხვებს კი სრულად ჩამოსაყალიბებლად სჭირდებათ ერთი წელი.

სუკულენტების ზოგიერთ სახეობას შეუძლიათ გამრავლდნენ არა მთლიანი ფოთლიდან, არამედ მხოლოდ მისი ნაწილიდან, ისეთები როგორიცაა კალანხოე, ჰასტერია და ჰავროტია. გამხმარი ფოთლის ნაწილი ირგვება ვერტიკალურად ერთ სანტიმეტრში გრუნტში. ჰასტერია და ჰავროტია იზრდებიან ძალიან ხანგრძლივად – დაახლოებით ერთი წელი. კალანხოე კი შეიძლება გაიზარდოს რამოდენიმე თვეში, ამასთან ფოთოლი უნდა მოათავსოთ ჰორიზონტალურად, და მიამაგროთ მიწაზე რამით, ჩანაზარდები გავა პერიმეტრზე, გამოიყურება ძალიან ორიგინალურად და ლამაზად.

სუკულენტების გამრავლება უმჯობესია გაზაფხული-ზაფხულში. დაფესვიანება ხდება მარტივად, ყვავილი სწრაფად იზრდება სიმაღლეში. შემოდგომასა და ზამთარში გამრავლება არაა რეკომენდებული, რადგანაც მცენარეს ხვდება ნაკლები სინათლე, ზრდა შენელებულია.

არსებობს სურკულენტების ჯიშები, რომლებიც მრავლდებიან თესლით. გრუნტს აუცილებლად უნდა დაემატოს ნახშირი და თესლი გადანერგვისას ქოთანი უნდა გვეჭიროს თავსახურის ქვეშ, უზრუნველყოთ სინათლე. უკვე ერთი კვირის შემდეგ უნდა წარმოიქმნას ჩანაზარდები. მოზრდილ ყვავილად გახდება უკვე ერთ-ორ წლის შემდეგ.

სუკულენტები, ეს არიან ერთ-ერთი იმ ბევრი მცენარეთაგანი, რომელთა გამრავლებაც ძალიან მარტივად ხდება. არ ჭირდება კვირაობით ცდა ჩანაზარდების გამოჩენას.


გადასვლა საიტებზე:

●  შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელშეწყობისა და დასაქმების ინოვაციური საშუალებები >>
● საკონსულტაციო მასალები შშმ პირთა დასაქმების პროგრამისათვის – შშმ პირთა მიერ ოთახის იშვიათ მცენარეთა წარმოება-ექსპორტი >>
● წინა პოსტი >>   ● მომდევნო პოსტი >>

.