ჩვენი პროექტები

შშმ პირებს, რომლებსაც სურთ ააწყონ ოთახის მცენარეთა მოშენების მიკრო-ბიზნესი, ვთხოვთ შეგვეხმიანონ  ამ პოსტის ქვემოთ, კომენტარებში თავიანთი პირადი ფეის-პროფილიდან.

ჩვენ ვცდილობთ  ოთახის რთულ მცენარეთა მოშენებისა და ექსპორტის  სფეროში დავასაქმოთ შშმ პირები, მათ შორის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირები.

ამ ეტაპზე აუცილებელი პირობებია:

  1. კომპიუტერი, ინტერნეტი და ვიდეოთვალი, რათა კონსულტაციები მოგაწოდოთ დისტანციურად
  2. პირობები ოთახის მცენარეთა მოსაშენებლად (რაფა, თაროები).

ამ ეტაპზე ვცდილობთ დავარწმუნოთ დონორები, რომ გამოყონ თანხები თესლების შესაძენად. პარალელურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ექსპორტზე. ამდენად, ჯერ ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ პროექტი აუცილებლად დაიწყება.

მადლიერი ვიქნებით, თუკი მსურველები მოგვაწვდიან ქვემოთ ჩამოთვლილ ინფორმაციას თავიანთ შესახებ, ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში:

  1. თქვენი ფეის-აკაუნტის მისამართი
  2. გაქვთ თუ არა მიკროფონი და ვიდეოთვალი?
  3. მოგიშენებიათ თუ არა ოდესმე ოთახის ყვავილები?
  4. გყავთ თუ არა პირი, რომელიც დაგეხმარებათ მოშენებაში?

ამ ინფორმაციის მოწოდება არ ნიშნავს, რომ პროექტში აუცილებლად ჩაერთვებით, მაგრამ ყველა შემოთავაზება, პროექტის დაწყების შემდეგ, დეტალურად იქნება განხილული.

♦ გადასვლა >> შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელშეწყობისა და დასაქმების ინოვაციური საშუალებები


.