რეზუს-კონფლიქტი

რეზუს-კონფლიქტი – პათოლოგია, რომელიც ვითარდება ორსულობისას ქალის რეზუს-უარყოფითი და ბავშვის  რეზუს-დადებითი სისხლის დროს. რეზუს-კონფლიქტის დროს დედის სისხლში გამომუშავდება ნივთიერებები (ანტისხეულები), რომლებსაც შესწევთ უნარი გაანადგურონ ნაყოფის ერითროციტები (სისხლის უჯრედები). ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ჰემოლიზური დაავადება, სხვადასხვა სიმძიმით.

მომატებული რისკი

რეზუს-კონფლიქტის განვითარების რისკი მატულობს ქალის ორსულობების რიცხვის ზრდასთან ერთად. ამასთან, პირველი ორსულობის დროს კონფლიქტი ფაქტიურად არ ფიქსირდება. რეზუს-უარყოფითი სისხლის მქონე ქალებისათვის რეკომენდებულია ორსულობის დროსა და მშობიარობის შემდეგ ანტი-რეზუს იმუნოგლობულინის შეყვანა, რომელსაც შესწევს უნარი გაანეიტრალოს სისხლში არსებული ანტისხეულები. შედეგად, მომდევნო ორსულობა გაგრძელდება უფრო დადებითად.

მკურნალობა

აღსანიშნავია, რომ რეზუს-უარყოფითი სისხლის მქონე ქალებში აბორტის დროსაც ხდება იმუნური ანტისხეულების დაგროვება, ამიტომ თუ ქალი გეგმავს ბავშვის გაჩენას, რეკომენდებული  არაა ორსულობის შეწყვეტა, ვინაიდან, შემდგომში ორსულობა შეიძლება უფრო  რთულად წარიმართოს, არასასურველი შედეგით. აბორტის შემდეგაც აუცილებელია ანტი-რეზუს იმუნოგლობულინის შეყვანა.

რეზუს-კონფილქტი – FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 რეზუს-კონფლიქტი – პათოლოგია, რომელიც ვითარდება ორსულობისას ქალის რეზუს-უარყოფითი და ბავშვის რეზუს-დადებითი სისხლის დროს;
🧬 რეზუს-კონფლიქტის დროს დედის სისხლში გამომუშავდება ნივთიერებები (ანტისხეულები), რომლებსაც შესწევთ უნარი გაანადგურონ ნაყოფის ერითროციტები
🛑 ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ჰემოლიზური დაავადება, სხვადასხვა სიმძიმით
✅ რეზუს-უარყოფითი სისხლის მქონე ქალებისათვის რეკომენდებულია ორსულობის დროსა და მშობიარობის შემდეგ ანტი-რეზუს იმუნოგლობულინის შეყვანა, რომელსაც შეუძლია გაანეიტრალოს სისხლში არსებული ანტისხეულები
👉 გაიგეთ მეტი რეზუს-კონფლიქტის შესახებ – https://bit.ly/3O8OSwQ 
#ორსულობა #მშობიარობა #რეზუსფაქტორი #რეზუსკონფლიქტი #ნაყოფი #დედა #ბავშვი #ანტისხეულები #ანტიგენები #ჰემოლიზურიდაავადება #განმეორებითიფეხმძიმობა #რეზუსუარყოფითიდედა #რეზუსდადებითიმამა #რეზუსდადებითინაყოფი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე 

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♥ ოჯახის დაგეგმვის ტესტები ,,ამაზონზე”


♦ ქალის ორგანიზმი, გინეკოლოგია, მეანობა

.