ციტომეგალოვირუსი

ციტომეგალოვირუსიციტომეგალოვირუსი – ადამიანების უმეტესობა ციტომეგალოვირუსის მტარებელია, თუმცა დაავადება ვლინდება  მხოლოდ იმუნიტეტის დაქვეითების დროს.

ციტომეგალოვირუსით დაინფიცირება ხდება მხოლოდ დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტისას, ნებისმიერი ბიოლოგიური სითხისა თუ გამონადენის საშუალებით. დიდ როლს ასრულებს ნერწყვი, ამიტომ ამ დაავადებას ასევე კოცნის დაავადებას უწოდებენ.

ორსულობის დროს ნაყოფის ციტომეგალოვირუსით  დაინფიცირებამ  შესაძლოა გამოიწვიოს ჩვეული მუცლის მოწყვეტა, მკვდარშობადობა, ნაყოფის განვითარების მანკები, ასევე თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსული ინფექცია, უპირატესად თავისა და ზურგის ტვინის, ასევე ღვიძლის დაზიანებით.

ასევე შესაძლებელია მოხდეს  ნაყოფის დაინფიცირება მშობიარობის დროს, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც წესი, ვითარდება ვირუსმტარებლობა.

♦ ქალის ორგანიზმი, გინეკოლოგია, მეანობა

.