კისტა

კისტაკისტა – სხვადასხვა შიგთავსის მქონე წარმონაქმნი.

ბართოლინის ჯირკვლის კისტა – მდებარეობს დიდი სასირცხო ბაგეების არეში. გამოწვეულია ბართოლინის ჯირკვლის გამომავალი სადინრის დაცობით. საჭიროებს ქირურგიულ კვეთას, რადგან მიდრეკილია ანთებისა და ბართოლინის ჯირკვლის აბსცესის ფორმირებისაკენ.

საშვილოსნოს ყელის კისტა – ე.წ. ნაბოთის ცისტა იქმნება ჯირკვლების დაცობის გამო, რომლებიც მდებარეობენ საშვილოსნოს ყელის ზედაპირზე, რაც ჩანს სარკეებში დათვალიერებისას. საჭიროებისას შეიძლება მოცილებული იქნას ლაზერის, რადიოტალღური თერაპიის და ა.შ. საშუალებით.

საკვერცხის კისტები – არსებობენ სხვადასხვა სტრუქტურის. ზოგიერთი მათგანი საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას, სხვები კი თავისით ქრებიან. მეორე შემთხვევაში აუცილებელია დაკვირვება, შესაძლებელია კონსერვატიული მკურნალობა.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაფრთხილება!

.