კოლპიტი

კოლპიტიკოლპიტი – ანთებითი პროცესი საშოში. ვლინდება გამონადენით საშოდან, ქავილითა და წვით, ზოგიერთ შემთხვევაში უსიამოვნო შეგრძნებით სქესობრივი კონტაქტის დროს.

კოლპიტი ყველაზე ხშირად გამოწვეულია გარდნერელით, Candida ტიპის სოკოებით, ტრიქომონადებით და სხვა მიკროორგანიზმებით.

კოლპიტის მკურნალობისათვის აუცილებელია პირველ რიგში დაავადების მიზეზის დადგენა. ამისათვის ექიმი იღებს ნაცხს საშოდან, საშვილოსნოს ყელიდან და ურეთრიდან. დაავადების გამომწვევის დადგენის შემდეგ ტარდება მკურნალობა იმ მედიკამენტებით, რომლებზეც მგრძნობიარეა აღნიშნული მიკროორგანიზმები.

კოლპიტის მკურნალობის შემდეგ აუცილებელია საკონტროლო ნაცხის აღება განკურნების დასადასტურებლად.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაფრთხილება!

.