მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა

მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა – ფართოდ გამოიყენება გინეკოლოგიაში. აბდომინალური გამოკვლევის დროს აპარატი თავსდება პაციენტის მუცელზე. ვაგინალური კვლევის დროს  კი სპეციალური მოწყობილობა შეყავთ საშოში.

გინეკოლოგიური კვლევისას აუცილებელია შარდის ბუშტის გავსება, რისთვისაც კვლევამე 1-1,5 საათით ადრე აუცილებელია 1 ლიტრი სითხის მიღება. ეს ყოველთვის არაა მოსახერხებელი, გარდა ამისა, უმეტეს შემთხვევაში ვაგინალური გამოკვლევის საშუალებით შესაძლებელია უფრო დეტალური სურათის მიღება, ამიტომ დღესდღეობით უფრო ხშირად გამოიყენება ვაგინალური კვლევა. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე სამეანო გამოკვლევისას, აუცილებელია აბდომინალური გამოკვლევის გამოყენება ან ორივე მეთოდის კომბინაცა.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაფრთხილება!

.