ორსულობის შეწყვეტა

ორსულობის შეწყვეტაორსულობის შეწყვეტა – ემბრონის ან ნაყოფის დაშლა ან მოცილება (გამოძევება) საშვილოსნოს ღრუდან მისი სიცოცხლისუნარიანობის ასაკამდე (ორსულობის 20 კვირამდე).

ორსულობის შეწყვეტა შეიძლება იყოს თვითნებური, ე.წ. მუცლის მოშლა და ხელოვნური (გამოწვეული მედიკამენტური საშუალებებით, ან ქირურგიული გზით).

სამედიცინო აბორტი ტარდება ქალის სურვილით, სპეციალისტის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში ადრეულ ვადებზე (12კვირამდე), ან გვიან ვადებზე სამედიცინო, ან სოციალური ჩვენებით.

თვითნებური აბორტი შეიძლება იყოს მოსალოდნელი, დაწყებითი, პროცესში, არასრული, სრული და არ შემდგარი.

მუცლის მოშლის სიმპტომები შეიძლება იყოს მოვლითი ხასიათის ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში, სისხლიანი გამონადენი გენიტალიებიდან. ამ ეტაპზე შესაძლებელია ორსულობის შენარჩუნება. არ შემდგარი აბორტის დროს ემბრიონი იღუპება, მაგრამ რჩება საშვილოსნოში.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაფრთხილება!

.