სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობანებისმიერი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის მკურნალობა პირველ რიგში საჭიროებს სწორი დიაგნოზის დასმას, ანუ ექიმმა უნდა იცოდეს რისგან უნდა განკურნოს პაციენტი, რომელმა მიკროორგანიზმმა გამოიწვია ესა თუ ის დაავადება.

დაავადების მიკრობული მიზეზის დადგენის შემდეგ ხდება ანტიბიოტიკის ან სხვადასხვა ჯგუფის რამდენიმე ანტიბიოტიკის შერჩევა, რომლის მიმართაც მგრძნობიარეა დაავადების გამოწვევი.

გინეკოლოგიაში გამოიყენება ანტიბაქტერიული პრეპარატები ტაბლეტის, ინექციების, ასევე სანთლების სახით ადგილობრივი გამოყენებისათვის.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 

პრეზერვატივები 
ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები


ანტიბაქტერიული პრეპარატების გარდა, ასევე ინიშნება პრეპარატები იმუნიტეტის სტიმულაციისათვის, ვინაიდან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების  უმეტეს შემთხვევაში აღინიშნება იმუნიტეტის დაქვეითება. გარდა ამისა, მკურნალობის სქემაში ერთვება ის პრეპარატები, რომლებიც მოწოდებულია ანტიბიოტიკების ადამიანზე უარყოფითი გავლენის შესამცირებლად.

მწვავე ანთებითი პროცესის ჩაცხრომის შემდეგ რეკომენდებულია ფიზიოთერაპიული მკურნალობა. აუცილებელია სექსუალური პარტნიორის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

მკურნალობის დროს აუცილებელია კონდომის გამოყენება, ან იკრძალება სქესობრივი კონტაქტი საკონტროლო ანალიზების ჩატარებამდე.

საკონტოლო ანალიზები ბარდება მკურნალობის დასრულებიდან სამ კვირაში. რაც შეეხება დაავადებებს, რომელთა გამოწვევი ვირუსებია, ამ შემთხვევაში ანტიბიოტიკების ნაცვლად ინიშნება სპეციფიკური ანტივირუსული პრეპარატები.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაფრთხილება!


♦ ქალის ორგანიზმი, გინეკოლოგია, მეანობა