აბორტების სტატისტიკა საქართველოში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ განცხადებით 2012 წლიდან საქართველოში აბორტების რიცხვი უმნიშვნელოდ შემცირდა. მონაცემები წარდგენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის სტატისტიკური სამსახურის მიერ. 30 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველაზე მეტი აბორტი ტარდება 20-44 წლის ასაკის ქალებში. ,,საქსტატის” მონაცემების მიხედვით, 2015 წელს საქართველოში 33 400 აბორტი დაფიქსირდა.

აბორტების რაოდენობა 2015 წელს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ქალებში:

  • 15 წლამდე – 9 აბორტი
  • 15 – 19 წლის – 1335
  • 20 – 44 წელი – 31 335
  • 45 წლის ზევით – 163

2014 წელს 33 ათას 500 აბორტი დაფიქსირდა. 2013 წელს –  38 ათასი აბორტი დარეგისტრირდა, ხოლო 2012 წელს – 39 ათას 200.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა გაამკაცრა სასჯელი  არაკანონიერი აბორტების ჩატარების. საქართველოში არაკანონიერი აბორტისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია 120 დან 300 საათამდე საზოგადოებრივი სამუშაოები ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ასევე აბორტის ჩატარებისას, რომელსაც მოყვა შვილის ყოლის უნარის დაკარგვა, დამნაშავე ხვდება ციხეში ხუთ წლამდე ვადით.


აბორტების სტატისტიკა♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 

ქალის კონტრაცეპტივები
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ ინტერნეტ-მაღაზიები


ოჯახის დაგემვა, კონტრაცეფცია

.