ზელიონკა, ბრილიანტის მწვანე

ზელიონკა ანუ ბრილიანტის მწვანე ქართულ ბაზარზე იყიდება 1%-იანი სპირტიანი ხსნარის ან ფანქრის სახით. არის ურეცეპტოდ გასაცემი, მესამე ჯგუფის მედიკამენტი. (2018 წ.)

ბრილიანტის მწვანის (ზელიონკა) ქიმიური დასახელება –   (თეთრაეთილ -4,4-დიამინოტრიფენილმეთანი ოქსილატი) – სინთეტიკური ანილინური საღებავი ტრიფენილმეთანის ტიპის.

ბრილიანტის მწვანე (ზელიონკა) ტექნიკური დასახელება და სინონიმები – ძირითადი მწვანე 1; № 42040; ძირითადი ღია-მწვანე, მალაქიტური მწვანე G, ზურმუხტისფერი მწვანე, ჩინური მწვანე, ეთილენის მწვანე.

ბრილიანტის მწვანე (ზელიონკა) გამოყენება. ანტისეპტიკური საშუალებაა; გამოიყენება წყლის ან სპირტის ხსნარების სახით კანზე შესაზელად მისი დაავადებისა და დაზიანებების დროს.

არ ავურიოთ მსგავსი სტრუქტურის მქონე ნივთიერებებში – მალაქიტის მწვანეში (ტეტრამითილი -4,4 დიამინოტრიფენილმეთანი).

ბრილიანტის მწვანე (ზელიონკა)  ისტორიიდან. ბრილიანტის მწვანე პირველად მოპოვებული იქნა გერმანიაში 1879 წელს. ამ ნივთიერების ანტისეპტიკური თვისებების შესახებ კი მხოლოდ მომდევნო ასწლეულში შეიტყვეს, როდესაც პრეპარატის შეღებვისას მიკროსკოპირებისათვის აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი საღებავთაგანი – კონკრეტულად კი ბრილიანტის მწვანე – ანადგურებს მიკრობებს. მე-20 საუკუნის შუა რიცხვებში ბრილიანტის მწვანემ, ფართო გავრცელება საბჭოთა კავშირში, რადგან იაფი ჯდებოდა და შენახვის დ ხანგძლივი ვადა ქონდა.

რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის რამოდენიმე ქვეყნის გარდა, ბრილიანტის მწვანე მედიცინაში არსად აღარ გამოიყენება, თუმცა, ევროპაში ის შეტანილია დასაშვები სამედიცინო მედიკამენტების ჩამონათვალში. შესაძლებელია ამის შემდეგი მიზეზები დასახელდეს:

  • პირველ რიგში, დღემდე ზუსტად არაა ცნობილი აქვს თუ არა ბრილიანტის მწვანეს კანცეროგენული თვისებები,
  • მეორე რიგში, სამკურნალო საშუალების გამოყენებისას ასევე მნიშვნელოვანია ესთეტიკური მხარეც, რის გამოც დასავლეთის მედიცინაში ყურადღება ეთმობა პაციენტის გარეგნულ ცვლილებებს პრეპარატის გამოყენებისას.

პოსტსაბჭოთა სივრცეში ბრილიანტის მწვანის ხსნარი ფართოდაა ცნობილი სასაუბრო სახელწოდებით  „ზელიონკა“.


 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..