ზეთები და კოსმეტიკა სექსისასთვის

ზეთები და კოსმეტიკა სექსისათვის


საგნებს უსაფრთხო და მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრებისათვის უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” ყიდულობენ, რადგან ისინი უაღრესად ინდივიდუალური და რთულად ასარჩევია. ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას აბსოლუტურად დაცულია ანონიმურობა. ქვემოთ მოცემულია ამაზონის ძირითადი რუბრიკები ამ სფეროში.  სექს-საქონელ – ფალოიმიტატორების ჟოლოსფერ დასახელებაზე დაკლიკებით, თქვენ გახვალთ ამაზონის შესაბამის უკვე ფილტრირებულ გვერდებზე.


ამ გვერდიდან   (http://www.medgeo.net/2016/04/06/seqsualuri/)  შესვლის შემთხვევაში, თქვენ ღებულობთ ინფორმაციას რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.


ინტიმური კოსმეტიკა, წარმოადგენს სხვადასხვა საშუალებებს, რომელიც გარეგნული მოხმარებისაა და ხელს უწყობს პარტნიორებს შორის, გარკვეული ტიპის შეუთავსებლობის აღმოფხვრას. ინტიმური კოსმეტიკის გამოყენება, ქმნის სასურველ სექსუალურ გარემოს, მიიღწევა ურთიერთობების ჰარმონიზაცია, ქალებში ვაგინის სიმშრალის დროს, მათი გამოყენება აცხრობს ტკივილის შეგრძნებას.

ზოგადად ინტიმური კოსმეტიკა, გამოიყენება სექსუალური პრობლემების გადასაწყვეტად, სექსუალურ ცხოვრებაში მრავალფეროვნების შესატანად. ზოგჯერ ინტიმური კოსმეტიკის გამოყენება, ქალებში აღძრავს ორგაზმის განცდას, რაც მანამდე არ ყოფილა.

ინტიმური კოსმეტიკა, გამოყენების მიხედვით იყოფა რამდენიმე სახეობად: დამცავ კოსმეტიკად, შესაზელ გელებად, ჰიგიენური საშუალებად, სექსუალური აღგზნებისათვის და სექსუალური აქტის გასახანგრძლივებლად.

როგორც ცნობილია, არსებობს სქესობრივი გზით გადამდები მრავალი ინფექციური პათოლოგიები. ამიტომ გარდა, პრეზერვატივისა, არსებობს სპეციალური გელები, რომლებსაც გააჩნიათ ანტიბაქტერიული თვისებები (მაგალითად, მირამისტინი). დამცავი ინტიმური კოსმეტიკა, ადამიანებს იცავს ყოფითი პირობების დროს ინფიცირებისაგან მაგალითად, აბანოში ან საცურაო აუზებზე. ინტიმური გელები ატენიანებს და ატონიზირებს ლორწოვან გარსებს, ხელს უწყობს ქსოვილების სისხლით მომარაგების გაძლიერებას, რითაც იზრდება სასქესო ორგანოების მგრძნობელობა. ამასთან რეკომენდირებული არ არის ინტიმური კოსმეტიკის რეგულარული გამოყენება, რადგან შესაძლებელია, საშოს ნორმალური მიკროფლორის განადგურება, რაც დისბაქტერიოზის წყაროა.

შესაზელი გელები გამოიყენება, ლორწოვანი გარსების დასატენიანებლად, როცა ქალს აღენიშნება ვაგინის სიმშრლე. გარდა ამისა, ამ ტიპის გელებს გააჩნიათ დამცავი ფუნქციები, რადგან მათ შემადგენლობაში შედის ანტიბაქტერიული საშუალებები, რომლებიც ბაქტერიებთან ერთად ანადგურებს სპერმატოზიდებსაც.

სქესობრივი აქტის გამახანგრძლივებელი გელები, საშუალებას აძლევს მამაკაცებს აკონტროლოს სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა. აღნიშნული საშუალებები, ამცირებს მამაკაცის მომატებულ სექსუალურ მგრძნობელობას, რაც ხელს უშლის ნაადრევ ეაკულაციას.

სექსუალური აღგზნების, ერთ-ერთი ეფექტური საშუალება არის, ადამიანის მიერ გამოყოფილი ფერომონები. სადღეისოდ ისინი შედის სუნამოების, საცხების, კრემების და გელების შემადგენლობაში.

სადღეისოდ საქართველოში, ინტიმური მასაჟის კულტურა, ფართოდ ფეხმოკიდებული არ არის. შესაძლოა მას არ მიიჩნევენ ეფექტურ საშუალებად. ევროპულ ქვეყნებში, ინტიმურ კოსმეტიკას რეკომენდირებენ ექიმი-გინეკოლოგები, დერმატოლოგები და სექსოლოგები. გარდა ამისა, არსებობს ადამიანთა ჯგუფები, რომლებისთვისც აუცილებელი ინტიმური კოსმეტიკის რეგულარული გამოყენება, რომელიც ექიმის მიერ ინიშნება. მათ მიეკუთვნება:

  • დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირები;
  • მენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალები;
  • ორსული ქალები;
  • ანტიბიოტიკების მკურნალობის შემდგომ პერიოდში მყოფი პირები;
  • ქალები და მამაკაცები, რომლებიც განიცდიან სიძნელეებს სექსუალურ ცხოვრებაში;
  • პარტნიორებს, რომლებსაც სურთ სექსუალური მრავალფეროვნება.

ინტიმური კოსმეტიკის შემადგენლობაში ასევე არის აფროდიზიაკები, ისინი არიან ეთერული ზეთები, რომელიც იწვევენ სექსუალურ აღგზნებას და აძლიერებენ სექსუალურ გამოვლინებებს. ასეთი ზეთებია მაგალითად: სანდალოზის ხის ზეთი, ზეთი პაჩული კამასუტრის სამშობლო – ინდოეთიდან.

სექს-სათამაშოს გამწმენდი საშუალებები ინტიმური სათამაშოების გასაწმენდად, ეფექტური საშუალებებია გამწმენდი გელები. გელების სიბლანტე საშუალებას იძლევა, დიდხანს შენარჩუნდეს სექს-სათამაშოს ზედაპირზე და პარალელურად ახდენს მის დეზინფიცირებას.

როცა საჭიროა სექს-სათამაშოს სწრაფი გაწმენდა და არ არის დროს გელის გასაშრობად, მაშინ გამოიყენება გამწმედი სპრეები, ის სწრაფად ახდენს დეზინფექციას და მალევე ორთქლდება და სექს-სათამაშო მზად არის გამოყენებისათვის.

ქაფის სახის სექს-სათამაშოს გამწმენდი საშუალებები, გაცილებით ეფექტურია, ვიდრე გელები და სპრეები. ისინი ღრმად აღწევს სექს-სათამაშოს მიუდგომელ ადგილებში, ფორებში და ა.შ. თანაბრად ნაწილდება მათ ზედაპირზე, სწრაფად ორთქლდება და მაქსიმალურად უზრუნველყოფს გამწმენდ ეფექტს.

  • ზეთები სექს-მასაჟებისათვის იდელურად ახდენენ სხეულის მოდუნებას, ზეთები ადვილად მოძრაობს სხეულზე და არ ტოვებს ცხიმოვან ფენას. გააჩნიათ არომატული სუნი, შეიცავენ ვიტამინ E-ს (ანტიოქსიდანტი), არ აცობენ კანის ფორებს.
  • სანთლები სექს-მასაჟებისათვის  ცხელი სანთელის გამოყენება, არის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი, სექსუალურ შეგრძნების გამომწვევი. სანთლების ძირითადი შემადგენელი ნაწილი არის სტეარინი, რომელიც შეზავებულია პარაფინთან. ჩვეულებრივი სანთელი, რომელიც იღვენთება და კანს წვავს, მისგან განსხვავებით სექს-სანთლებში არის ისეთი ნივთიერება დამატებული, რომელიც 60 გრადუსამდე ცხელდება და აბსულუტურად უვნებელია კანისთვის.

რეკომენდირებული არ არის ძვირადღირებული სანთლების გამოყენება, რომელიც დიდხანს იწვება. მასთან არის ისეთი სანთლები, რომელიც ორთქლდება, მისი გამოყენება სექსუალური თამაშებისთვის მისაღები არ არის.

სპეციალური სამასაჟე სანთლებს, გააჩნიათ ლღობის დაბალი ტემპერატურა. კანზე მოხვედრისას ნაღვენთი დნება და კანზე არავითარ კვალს არ ტოვებს. ისინი აბსოლუტურად უსაფრთხოა და არა მარტო ადუნებს ორგანიზმს, არამედ აღაგზნებს კიდეც.

სექს-სამასაჟე სანთლების გამოყენებისას, აუცილებელია ზოგიერთი მარტივი წესების დაცვა:

  • მისი გამოყენებისას საჭიროა, მახლობლად იდგეს სველი ტილო ან დოქით წყალი, შემთხვევით მისი გადავარდნის დროს ხანძრის თავიდან ასაცილებლად;
  • გამოყენების წინ, საჭიროა მისი დაწვეთება ხელზე, რათა განისაზღვროს მისი სიმხურვალე, ძლიერი ცხელი სანთლების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის;
  • დაუშვებელია ნაღვენთის სახეზე დაწვეთება, განსაკუთრებით საშიშია თვალში მოხვედრა;
  • დამწვრობის გაჩენისას, საჭიროა კანის სპეციალური პრეპარატით დამუშავება. კარგ ეფექტს იძლევა პრეპარატი – პანტენოლი;
  • დამწყებთათვის რეკომენდირებული არ არის ნაღვენთის დაწვეთება ლორწოვან გარსებზე, რადგან გენიტალიები მეტად მგრძნობიარენი არიან, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილები. ამიტომ საჭიროა საკმარისი გამოცდილება, რათა ტკივილი არ მივაყენოთ პარტნიორს.

სექს-სანთლების გამოყენების პროცესს თერმოფლეი ეწოდება. ეს არის უნიკალური სექს-პრაქტიკა, რომელიც ხელს უწყობს პარტნიორების უფრო დაახლოვებას და განსაკუთრებული სიამოვნების მიღებას. ექსპერიმენტების დაწყება, რეკომენდირებულია სამასაჟე სპეციალური სანთლებით, რათა პროცესი უსაფრთხო და უმტკივნეულო იყოს.