სწორი ნაწლავის ტრავმები

სწორი ნაწლავის ტრავმებისწორი ნაწლავის ტრავმები – სწორი ნაწლავის დაზიანებების მიზეზი შეიძლება იყოს მძიმეს აწევა, ქრონიკული შეკრულობა, მშობიარობები, გართულებული შორისის ჩახევით, წვეტიან საგანზე დაცემა, ძვლის ნამტვრევებით დაზიანება მენჯის ძვლის მოტეხილობის დროს.
ტრავმას აგრეთვე იწვევს მანიპულაციის ტექნიკის დარღვევა რექტოსკოპიის დროს, ანოსკოპიისას, რექტალური ტემპერატურის გაზომვისას, ოყნის გაკეთებისას და სხვა., ასევე ცეცხლსასროლი დაზიანებები.
სწორი ნაწლავის ტრავმის თავისებურებაა ჭრილობის ხშირი დაინფიცირება;  ამ ტრავმას ხშირად თან ახლავს ახლოს მდებარე ქსოვილებისა და ორგანოების დაზიანება, სფინქტერის დაზიანების საფრთხე.


სიმპტომები, მიმდინარეობა

კლინიკურად, სწორი ნაწლავის ტრავმისას აღინიშნება ტკივილი უკანა გასავლის არეში, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გულის წასვლა, გულისრევა და პირღებინება, სისხლდენა და შესაძლო ნაწლავის კვანძის გამოვარდნა ხვრელიდან.
გარეგანი დათვალიერებისას შეიძლება აღინიშნოს ანუსის დაზიანება.
სწორი ნაწლავის გახევის დროს ავადმყოფები უჩივიან ტკივილს მუცლის არეში. ეს ხდება პნევმოპერიტონეუმის – მუცლის ღრუში ჰაერის მოხვედრის გამო, რომელიც ბერავს მუცელს.
გასინჯვისას მუცელი ამ დროს გაბერილია. ამასთან ჰაერი ხელს უშლის დიაფრაგმის მოძრაობას და ჩნდება ჩივილები სუნთქვის გაძნელებაზე.
ნაწლავის შიგთავსი ხვდება მუცლის ღრუში და ვლინდება პერიტონიტის სიმპტომები. მუცლის ღრუში სისხლდენა იწვევს შოკის განვითარებას. ავადმყოფის მდგომარეობა სწრაფად უარესდება.
შოკისა და პერიტონიტის გარდა, სწორი ნაწლავის ნახევები რთულდება მწვავე ქირურგიული ინფექციის განვითარებით: ფლეგმონა, სეფსისი, ანაერობული ინფექცია.


დიაგნოსტიკა

გამოიყენება თითით გამოკვლევა, ანოსკოპია (სწორი ნაწლავის დათვალიერება რექტალური სარკის საშუალებით), რექტოსკოპია.
აუცილებელია პაციენტის მომზადება დიაგნოსტიკური კვლევის ჩასატარებლად. გამოკვლევები ტარდება საოპერაციოში, ძლიერი სისხლდენის განვითარების  ალბათობის გამო.


სწორი ნაწლავის ტრავმაFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

⭕️ სწორი ნაწლავის დაზიანებების მიზეზი შეიძლება იყოს:
📎 მძიმეს აწევა;
📎 ქრონიკული შეკრულობა;
📎 მშობიარობები;
📎 გართულებული შორისის ჩახევით;
📎 წვეტიან საგანზე დაცემა;
📎 ძვლის ნამტვრევებით დაზიანება მენჯის ძვლის მოტეხილობის დროს და სხვა
💢 ამ ტრავმას ხშირად თან ახლავს ახლოს მდებარე ქსოვილებისა და ორგანოების დაზიანება, სფინქტერის დაზიანების საფრთხე
🔎 კლინიკურად, სწორი ნაწლავის ტრავმისას აღინიშნება:
✅ ტკივილი უკანა გასავლის არეში, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გულის წასვლა;
✅ გულისრევა;
✅ პირღებინება;
✅ სისხლდენა;
✅ ნაწლავის კვანძის გამოვარდნა ხვრელიდან;
✅ ანუსის დაზიანება
📌 სწორი ნაწლავის გახევის დროს ავადმყოფები უჩივიან ტკივილს მუცლის არეში
💨 ეს ხდება პნევმოპერიტონეუმის – მუცლის ღრუში ჰაერის მოხვედრის გამო, რომელიც ბერავს მუცელს
👉 შეიტყვეთ მეტი სწორი ნაწლავის ტრავმაზე სტატიიდან – https://bit.ly/3Q1zcNH
#ტრავმა #სწორინაწლავისტრავმა #სწორინაწლავისტრავმისმიზეზები #სიმიმეებისაწევა #ქრონიკულიშეკრულობა #მშობიარობა #შორისისჩახევა #გულისრევა #ღებიენბა #სისხლდენა #ანალურიტკივილი #გულისწასვლა #ანუსისდაზიანება #მუცლისტკივილი #პნევმოპერიტონეუმი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ბმებიკოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი, პარარექტალური ფლეგმონა, პერიანალური აბსცესიპროქტალგია, ანალური პოლიპი,  სწორი ნაწლავის ტრავმა

.