დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბება, ჭარბი დოზა, გადამეტდოზება – სამედიცინო ტერმინი, რომელიც აღწერს რეკომენდებულ დოზაზე, მეტი რაოდენობით წამლისმიერი ან ნარკოტიკული პრეპარატის მიღებას. სამკურნალო ან ნარკოტიკული პრეპარატების დოზის გადაჭარბებამ  ორგანიზმს შეიძლება ძლიერი და ზოგჯერ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს, რაც ხშირად სამედიცინო დახმარების გარეშე, ადამიანის სიკვდილით მთავრდება.

დოზის გადაჭარბება (გადამეტდოზება, ჭარბი დოზა), გულისხმობს, როგორც უსაფრთხო დოზის მომატებით მიღებას, ისე წამლის ან ნარკოტიკის შეცდომით ან განზრახ მოწამვლის შესაძლებლობას.

გადამეტდოზება განსაკუთრებით საშიშია იმ პირებისათვის, ვინც შიდა მოხმარების, ინექციების ფორმით იღებს ნარკოტიკულ საშუალებებს. ბოლო წლების მონაცემებით, ნარკოტიკების დოზის გადაჭარბების შემთხვევები მატულობს: მაგალითად, აშშ-ში, დაავადებების კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ნარკოტიკების გადამეტდოზებით სიკვდილიანობა 1999-2004 წლებში გაიზარდა 2-ჯერ.

დოზის გადაჭარბების შედეგად სიკვდილიანობის დიდი ნაწილი, აღინიშნება 30 წელზე მეტი ხნის პირებში, მაშინ როცა უფრო ახალგაზრდა მომხმარებლებში, ეს დონე სტაბილურია, თუმცა არალეტალური გამოსავლით.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.