მიელოსუპრესია

მიელოსუპრესია –  სისხლში ლეიკოციტების და თრომბოციტების შემცველობის დაქვეითებაა. მიელოსუპრესია, ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპიული მკურნალობის ხშირი გართულებაა, რადგან  ანტისიმსივნური პრეპარატები, მოქმედებენ ძვლის სწრაფად გამრავლებად უჯრედებზე.

გარდა ამისა, ერითროციტებთან შედარებით, ლეიკოციტების და თრომბოციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლებია, რაც ხელს უწყობს მიელოსუპრესიის განვითარებას. მიელოსუპრესია ვითარდება, მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.