ადენოვირუსი

ადენოვირუსი (adenovirus) – ხერხემლიანთა დნმ-შემცველი ვირუსი, არ გააჩნია ლიპოპროტეინული გარსი, დიამეტრი 70-90 ნმ, შეიცავს ორჯაჭვიან დნმ-ის მოლეკულას (მოლეკულური მასა 20-29 х 106).

მეტად გავრცელებულია, მწვავე რესპირატორული დაავადებების გამომწვევი ადენოვირუსები. ადენოვირუსების მაგალითზე პირველად იყო აღმოჩენილი ალტერნატიული სპლაისინგის მოვლენა.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.