ალტერნატიული სპლაისინგი

ალტერნატიული სპლაისინგი (alternative splicing) – სპლაისინგის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი გენით კოდირებული და ჩვეულებრივ ფუნქციონალურად განსხვავებული პოლიპეპტიდების კოდირებას.

ალტერნატიულ სპლაისინგს თან ახლავს გენის ექზონების სხვადასხვა კომბინაციებად შეერთება, შედეგად მიიღება სხვადასხვა მომწიფებული მ-რნმ-ის მოლეკულა.

ალტერნატიული სპლაისინგი,  დამახასიათებელია კალციტონინის და სომატოსტატინის გენებისათვის.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.