ამინომჟავური თანმიმდევრობა

ამინომჟავური თანმიმდევრობა (amino acid sequence) – ცილის პირველადი სტრუქტურის მახასიათებელი, რომელიც წარმოადგენს მასში ამინომჟავური ნაშთების მორიგეობას. სხვადასხვა ცილების ამინომჟავური თანმიმდევრობები, სახეობა-სპეციფიკურია და შეიძლება იყოს ტაქსონომიური და ფილოგენეტიკური ნიშანი.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.