ჰერპესვირუსი

ჰერპესვირუსი – (ჰერპესვირუსები, ლათ. Herpesviridae) – დნმ-შემცველი ვირუსების დიდი ჯგუფი. იწვევენ არა მარტო ადამიანის და სხვა ძუძუმწოვრების, არამედ ფრინველების, რეპტილიების, ამფიბიების, თევზების, ვირუსულ დაავადებებს. 2016 წლის ვირუსების საერთაშორისო ტაქსონომიური კომიტეტის (ICTV) მონაცემებით, რეგისტირებულია 86 სახეობა. ამ ოჯახის ვირუსების დამახასიათებელი ნიშანი არის უჯრედში ლატენტურად არსებობა, პერსისტირებენ კლინიკური გამოვლენის გარეშე,  დიდი ხნის მანძილზე. დასახელება მომდინარეობს ბერძ. ἕρπειν (herpein) – „ხოხვა“. ჰერპესვირუსებით გამოწვეული ინფექციური დაავადებები, მიმდინარეობს მწვავედ, გადადიან ლატენტურ სტადიაში და გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ვლინდებიან კლინიკურად. ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების დროს (გაციება, სტრესი, გადაღლილობა და ა.შ), ვირუსი ვლინდება კლინიკური ნიშნებით, რომლის მაგალითია „გაციების“ დროს ტუჩებზე ჰერპესული გამონაყარი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.