ანდროგენი

ანდროგენი (androgen) – ხერხემლიანების მამრობითი სასქესო ჰორმონი, ძირითადად გამომუშავდება სათესლეების ინტერსტიციალური უჯრედებიდან, ასევე თირკმელზედა ჯირკვლების ქერქსა და საკვერცხეებში. ძირითადი ანდროგენია – ტესტოსტერონი. გარდა ამისა, ცნობილია 10-ზე მეტი ანდროგენი, რომელსაც გაჩნია ტესტოსტერონის მსგავსი თვისება.

ანდროგენები მონაწილეობს პირველადი და მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებაში; სპერმატოგენეზის დროს, მეიოზის სტიმულაციაში. განაპირობებს „მამრის“ დამახასიათებელ სქესობრივ ქცევებს და ა.შ.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.