ანტიმუტაგენი

ანტიმუტაგენი (antimutagen) – მუტაციის სიხშირის დამაქვეითებელი ფაქტორი. მაგალითად, ანტიმუტაგენებს შეიძლება მივაკუთვნოთ რეპარაციის განმახორციელებელი ფერმენტები, ქიმიური მუტაგენების გამხლეჩავი ფერმენტები (ასეთი ანტიმუტაგენის ყველაზე მეტად ცნობილი მაგალითია,  წყალბადის ზეჟანგის გამხლეჩავი ფერმენტი – კატალაზა).

ანტიმუტაგენური ეფექტი გააჩნია დაბალ ტემპერატურას, ხილულ სინათლეს (ფიზიკური ანტიმუტაგენი). პირველად ანტიმუტაგენური ეფექტი აღმოჩენილი იყო ბაქტერიები მიმართ 1949 წელს, ა. ნოვიკოვის და ლ. სცილდარის მიერ.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.