B ბლოკი G / B BLOCK G

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დექსამეტაზონი, ლიდოკაინი
თიამინი, ციანოკობალამინი  / dexamethasone, cyanocobalamin, lidocaine, thiamine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

შემადგენლობა:
თითო ამპულა შეიცავს:
დექსამეტაზონი —————————————– 4 მგ
ლიდოკაინი (ჰიდროქლორიდი) ——————- 60 მგ
თიამინი (ჰიდროქლორიდი) ————————- 50 მგ
ციანოკობალამინი  ———————————— 250 მკგ
დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.

1. რა არის ბლოკი G და რისთვის გამოიყენება
ბ ბლოკი G წარმოადგენს საინექციო ხსნარს 2 მლ ამპულებში. შეფუთვაში მოთავსებულია 6 ამპულა.
ბ ბლოკი G მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო, ანტირევმატული მედიკამენტების ჯგუფს, კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში.
დექსამეტაზონი არის თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონი ანთების საწინააღმდეგო და ნაკლებად გამოხატული მინერალოკორტიკოიდური აქტივობით.
ვიტამინი B1 (თიამინი) მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლასა და ენერგიის წარმოქმნაში.
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედების რეპლიკაციასა და ნერვული ბოჭკოების მიელინიზაციაში.
ლიდოკაინი – ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება – უზრუნველყოფს უმტკივნეულო ინექციას.
ბ ბლოკი G გამოიყენება როგორც ანალგეზიური საშუალება ლუმბაგოს, იშიაზის, ნევრიტებისა და პოლინევრიტების დროს.

2. რისი ცოდნაა საჭირო ბლოკი G- მიღებამდე
ნუ მიიღებთ ბ ბლოკი G-ს, თუ:
– გაწუხებთ ალერგია კორტიკოსტეროიდების ან მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ.
– გაწუხებთ ალერგია ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ (არტიკაინი, მეპივაკაინი, პრილოკაინი).
– გაწუხებთ ალერგია კობალტის მიმართ ან გაქვთ მხედველობის ნერვის თანდაყოლილი ატროფია (ლებერის დაავადება).
– გაქვთ ზოგიერთი მნიშვნელოვანი ინფექცია (ტუბერკულოზი, ჰერპესი, ჩუტყვავილა, სისტემური მიკოზი).
– ცოტა ხნით ადრე აიცერით ცოცხალი ვირუსების შემცველი ვაქცინით.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები, თუ:

  • თუ გამოგივლინდათ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები შეწყვიტეთ მკურნალობა;
  • გამოგივლინდათ მწვავე ინფექცია, საჭმლის მონელების ან ფსიქიკური დარღვევები.
  • გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა, ჰიპერლიპიდემია, ჰიპოთირეოიდიზმი, გლაუკომა, კუშინგის დაავადება, პოდაგრა, პოლიციტემია და დიაბეტი;
  • გაწუხებთ გასტრო-დუოდენური წყლული, ოსტეოპოროზი, მძიმე ჰიპერტენზია, მძიმე მიასთენია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ეპილეფსია, პორფირია;
  • ხართ 70 წელზე მეტი ასაკის, ოსტეოპოროზის, სითხის შეკავების და მაღალი არტერიული წნევის განვითარების რისკის გამო;
  • ნუ გამოიყენებთ ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ (დასაშვებია მხოლოდ გამწვავების დროს, მაქს. 12 დღის განმავლობაში).
  • დაუშვებელია ინექცია ინფექციის ან ანთების კერაში.

ორსულობა
ორსულობის პერიოდში მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა ნაყოფის განვითარების დეფექტები კორტიკოსტეროიდების გამოყენების ფონზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უკუნაჩვენებია გამოყენება ორსულობის პერიოდში.
ლაქტაციის პერიოდი
ლაქტაციის პერიოდში მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კორტიკოსტეროიდები გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება დედებისთვის, რომლებიც მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
ბ ბლოკი G-ს გამოყენებამ არ უნდა იქონიოს გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, მკურნალობის პერიოდში შესაძლოა მოხდეს მხედველობის დაბინდვა ან გამოვლინდეს სხვა ნევროლოგიური სიმპტომები, რაც აქვეითებს ფსიქომოტორული რეაქციების აქტივობას.

გამოყენება სპორტსმენებში
სპორტსმენებში შესაძლოა დადებითი შედეგის გამოვლენა დოპინგ-ტესტზე შემოწმების დროს.

ურთიერთქმედება მედიკამენტებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რაიმე მედიკამენტს, მათ შორის ურეცეპტოს. მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება:

  • ერთდროული დანიშვნის შემთხვევაში, იცვლება საპასუხო რეაქცია ანტიკოაგულანტებისა და ანტიდიაბეტური საშუალებების მიმართ;
  • ბარბიტურატები (ფენობარბიტალი), ფენიტოინი, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, ეფედრინი, ანტაციდები აქვეითებენ ბ ბლოკი G-ს თერაპიულ აქტივობას;
  • ბ ბლოკი G აქვეითებს სალიცილატებისა და ალბენდაზოლის თერაპიულ აქტივობას;
  • საგულე გლიკოზიდებთან კომბინაცია ამცირებს კალიუმის დონეს სისხლში და ზრდის კარდიოტოქსიკურობას;
  • თიაზიდურ დიურეტიკებთან კომბინაცია იწვევს ჰიპოკალიემიის განვითარებას;
  • ბ ბლოკი G აქვეითებს მგრძნობელობას ვაქცინაციისადმი;
  • არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ან ალკოჰოლთან კომბინაციის დროს იზრდება გასტრო-დუოდენური წყლულების განვითარების რისკი;
  • ლიდოკაინის კუნთში ინექციამ შეიძლება შეცვალოს მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტიკური ტესტების მაჩვენებლები.

3. ბლოკი G- გამოყენება
ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი ექიმის რჩევის შესაბამისად. ნუ გამოტოვებთ შემდგომ დოზას.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მიგაჩნიათ, რომ ბ ბლოკი G-ს ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან სუსტია თქვენთვის. ბ ბლოკი G ინიშნება ინტრამუსკულარულად, დოზით – 1 ამპულა დღეში ერთხელ.
ადგილობრივი გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად ინექცია წარმოებს ნელა, ასეპტიკური პირობების დაცვით. განმეორებითი ინექცია უნდა გაკეთდეს სხვა ადგილას.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. ნუ შეწყვეტთ მკურნალობას დროზე ადრე, ვინაიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სიმპტომების გამწვავებას.
ჩვეულებრივ, მკურნალობა გრძელდება 6 დღის განმავლობაში (დღეში 1 ამპულა). საჭიროების შემთხვევაში ინიშნება თითო ამპულა დღეგამოშვებით, მაქსიმუმ 12 დღის განმავლობაში.
მკურნალობის კურსის გამეორება დასაშვებია 6 თვიანი შესვენების შემდეგ.

დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების  შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გადაჭარბების  დროს გამოვლინდება შემდეგი სიმპტომები: აგზნებადობა, დეპრესია, გონების დაბინდვა, სპაზმები, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ჰიპერგლიკემია, ჰიპერტენზია და შეშუპება.
ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში ინიშნება ადრენალინი (ეპინეფრინი), ხელოვნური სუნთქვა, ამინოფილინი.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია მოიცავს ოქსიგენაციას, სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებას, ადეკვატურ ჰიდრატაციას, ელექტროლიტების (განსაკუთრებით კალიუმისა და ნატრიუმის) მონიტორინგს სისხლსა და შარდში.
გასტრო-ინტესტინური სისხლდენის მკურნალობა ხდება პეპტიური წყლულის მსგავსად.

დოზის გამოტოვება
ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ საჭირო დოზა შეძლებისდაგვარად სწრაფად და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმი.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ბ ბლოკი G-საც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა. მაღალი დოზის და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღების შემთხვევაში აღწერილ იქნა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხშირი (1-ზე ნაკლები 10-დან, მაგრამ 1-ზე მეტი ყოველი 100 პაციენტიდან):
ზოგადი: ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ეგზანთემა), ტკივილი ინექციის ადგილას.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში: კუჭის წყლული, გარდამავალი დიარეა.
მეტაბოლური და კვების დარღვევები: ჰიპერგლიკემია, მადის მომატება.
ხანგრძლივი თერაპიის პირობებში: თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი.
მაღალი დოზების მიღების ფონზე: ადრენალური ჰიპერაქტივობის ნიშნები (კორტიკოსტეროიდული ჰორმონების ჭარბი პროდუქცია ადრენალური ჯირკვლების მიერ) აკნესმაგვარი გამონაყარით.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ჭრილობების შეხორცების გაძნელება, მომატებული მგრძნობელობა ინფექციებისადმი (ორო-ფარინგეალური კანდიდოზი)
მაღალი დოზების მიღების ფონზე: ალები.
ნერვული სისტემის მხრივ: აგზნებადობა, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, გულისრევა, ღებინება, ტრემორი, კრუნჩხვა.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ოსტეოპოროზი (ძირითადად პოსტ-მენოპაუზური ასაკის ქალებში და 70 წელს ზემოთ ასაკის მამაკაცებში), ძვლების მტვრევადობა და ნეკროზი (კერძოდ, ბარძაყის და მხრის ძვლის თავის ნეკროზი, ძირითადად 50 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანებში).
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: მაღალი დოზების მიღების ფონზე: ჭარბთმიანობა, ჰიპერპიგმენტაცია, სკლეროდერმა.
ნაკლებად ხშირად (1-ზე ნაკლები 100-დან, მაგრამ 1-ზე მეტი ყოველი 1000 პაციენტიდან):
კარდიო-ვასკულარული სისტემის მხრივ: შეშუპება, ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, ქალასშიდა წნევის მომატება.
მეტაბოლური და კვების დარღვევები: კალიუმის დონის დაქვეითება სისხლში, მწვავე პანკრეატიტი.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: თრომბოემბოლია, ანაფილაქსიური შოკი.
რესპირატორული სისტემის მხრივ: ფილტვის შეშუპება.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: კუნთოვანი სისუსტე.
ნერვული სისტემის მხრივ: ნევროლოგიური დარღვევები.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ოფლიანობა.
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ამენორეა.
ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ბლოკი G- შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
ნუ გამოიყენებთ მედიკამენტს, თუ შენიშნეთ, რომ ხსნარი არ არის გამჭვირვალე ან მღვრიეა და შეიცავს ჩანართებს.
ნუ გამოიყენებთ კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №6

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: KERN PHARMA, S.L, ესპანეთი 

გაფრთხილება