IL 2 – ინტერლეიკინ 2 (ნატუროპათი) / IL 2 (naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

IL 2 – ინტერლეიკინ 2 (ნატუროპათი)-ს კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები


IL 2 – ინტერლეიკინ 2 (ნატუროპათი) აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა 
IL 2 4CH
IL 2 15CH
IL 2 30CH

ბიოლოგიური ფუნქციები
უკავშირდება `სამიზნე უჯრედებზე~ განლაგებულ სპეციფიურ რეცეპტორებს, ასტიმულირებს T- და B-ლიმფოციტების, მონოციტების, მაკროფაგების, ოლიგოდენდროგლიური უჯრედების, ლანგერჰანსის უჯრედების ზრდას, დიფერენცირებას და პროლიფერაციას. იწვევს ლიმფოკინ-აქტივირებული ქილერების წარმოქმნას, ააქტიურებს სიმსივნის მაინფილტრირებელ უჯრედებს. ასტიმულირებს ბუნებრივი
კილერების და ციტოტოქსიური თ-ლიმფოციტების ციტოლიზურ აქტივობას. აძლიერებს ანტიბაქტერიულ, ანტივირუსულ, სოკოს საწინააღმდეგო და სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნურ პასუხს.

ჩვენებები
იმუნოკორექცია, უჯრედებით განპირობებული იმუნური პასუხის რეგულაცია, მძიმე მორეციდივე ვირუსული ინფექციების მკურნალობა, აუტოიმუნური დაავადებები, სეპტიკური მდგომარეობები, რომლებიც მიმდინარეობენ იმუნოსუპრესიით (პოსტტრავმული, ქირურგიული, სამეანო-გინეკოლოგიური, დამწვრობითი, ჭრილობისმიერი, სეფსი და სხვა მიზეზები). კომპლექსურ თერაპიის შემადგენლობაში გამოიყენება ავთვისებიანი წარმონაქმნების, მათ შორის, თირკმლის კიბოს დროს.

დოზირება
15-20 წვეთი ორჯერ დღეში (სტანდარტული დოზირება).

გამოშვების ფორმა: ფლაკონი 30 მლ დოზატორით

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: GUNA, იტალია

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook