აქტინომიცეტები

აქტინომიცეტები – ბაქტერიების რიგი. განვითარების გარკვეულ სტადიებზე შეუძლიათ განტოტვილი მიცელების წარმოქმნა, მიცელების განვითარება მიმდინარეობს აქტინომიცეტების არსებობისათვის ოპტიმალური პირობების დროს. ზოგიერთი მეცნიერი, აქტინომიცეტების ბაქტერიულ ბუნებას, ადარებს სოკოს მიცელიუმის წვრილ ძაფებთან. მათი დიამეტრი 04.-1.5 მკმ-ია. აქტინომიცეტების უჯრედის კედელი მჟავაგამძლე ტიპს მიეკუთვნება. გრამის მეთოდით იღებება დადებითად. თუმცა, უჯრედის კედელს სტრუქტურული აგებულების მიხედვით, ახლოს დგას, გრამუარყოფითი ბაქტერიების უჯრედის კედელთან. აქტინომიცეტები ხასიათდება დნმ-ით, რომელშიც გუანინ-ციტოზინის წყვილები 60-75%-ია. ფართოდ არიან გავრცელებულები ნიადაგში, სადაც გვხვდება, აქტინომიცეტების  თითქმის ყველა გვარი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.