სითბური შოკის ცილები

სითბური შოკის ცილები (heat-shock proteins) – სპეციფიკური ცილები, რომლებიც წარმოდგენილია ცოცხალი ორგანიზმების შემადგენლობაში. გამომუშავდება სითბური შოკის საპასუხოდ, როცა მრავალი სხვა ცილების სინთეზი დათრგუნულია. სითბური შოკის ცილების ინდუქცია, შეიძლება დაიწყოს ზოგიერთი ქიმიური აგენტის (ეთილის სპირტი, ექდისტერონი, კადმიუმის ქლორიდი და სხვა), ამიტომ მათ ზოგჯერ სტრესის ცილებს უწოდებენ. ისინი სხვადასხვა ორგანიზმებში მაღალკონსერვატორული ცილებია. ფართო არის გავრცელებული დაახლოებით 70 კდა. მოლეკულური მასის მქონე სითბური შოკის ცილები (ოჯახი hsp-70).


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.