აცინეტობაქტერია

აცინეტობაქტერია (ლათ.
Acinetobacter) – გრამუარყოფითი ბაქტერიების გვარი. ოჯახი Moraxellaceae. აცინეტობაქტერიების უჯრედები, არის ძალიან მოკლე და მრგვალი. ლოგარითმული ზრდის ფაზაში ბაქტერიების ზომები შეადგენს 1,0—1,5 × 1,5—2,5 მკმ-ს. სტაციონალური ზრდის ფაზაში, უპირატესად ღებულობენ  კოკების ფორმას, რომლებიც განლაგებულია წყვილებად ან ძაფებად. აღმოჩნდება მცირე რაოდენობით ყველა ბაქტერიულ კულტურაში, ზოგჯერ კი ჭარბად არიან. არ წარმოქმნიან სპორებს, შოლტებს. ზოგიერთი შტამები ზოგჯერ მჭიდრო საკვებ არეზე დემონსტრირებენ „დეგრადირებულ“ მოძრაობას. შეიძლება ჰქონდეთ კაფსულები და ფიმბრიები. აცინეტობაქტერიები ქემოორგანოტროფებია, ჟანგვითი მეტაბოლიზმით. შეუძლიათ ორგანული ნაერთები გამოიყენონ, როგორც ენერგიის და ნახშირბადის წყაროდ. თუმცა, არამუდმივად. არ წარმოქმნიან აცეტოინს, ინდოლს, გოგირდწყალბადს, ოქსიდაზას. კატალაზა დადებითია. მკაცრი აერობები, ზრდის ოპტიმალური ტემპერატურა 30—32 °С, pH დაახლოებით 7.0-ია. ჩვეულებრივ პენიცილინისადმი მდგრადებია.  აცინეტობაქტერიები თავისუფლად მცხოვრები საპროფიტებია, გავრცელებულია ყველგან. ისინი შეიძლება იყვნენ მრავალი ინფექციური პროცესების მიზეზები ადამიანებში: მენინგიტის და სეპტიცემიის ჩათვლით, ხოლო ცხოველებში იწვევს სეპტიცემიას და აბორტებს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.