ბაქტერია

ბაქტერია (ლათ. Bacteria)
– პროკარიოტული მიკროორგანიზმების დომენი. ბაქტერიების სიგრძე ჩვეულებრივ რამდენიმე მიკრომეტრს აღწევს. მათი უჯრედების ფორმები მრავალფეროვანია: ბურთისებრიდან ჩხირისებრ და სპირალის ფორმამდე. ბაქტერიები დედამიწაზე სიცოცხლის პირველი ფორმებია და გვხდება დედამიწის ყველა კუთხეში. ისინი ბინადრობენ ნიადაგში, მტკნარ, ზღვის, მჟავე ცხელ წყაროებში, რადიაქტიურ ნარჩენებში და დედამიწის ქერქის სიღრმეებში. ბაქტერიების უმრავლესობა სადღეისოდ აღწერილი არ არის. ბაქტერიების წარმომადგენლების, მხოლოდ ნახევარი იზრდება ლაბორატორიულ პირობებში. ბაქტერიებს შეისწავლის მიკრობიოლოგიის განყოფილება – ბაქტეროლოგია.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.