ბაქტეროიდი

ბაქტეროიდი (ლათ.
Bacteroides) –Bacteroidaceae-ს ოჯახის ანაერობული ჩხირისმაგვარი, გრამუარყოფითი ბაქტერიების გვარი. წარმოადგენენ ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ნაწილს. მშრალი განავლის მასის 1 გრამზე მოდის დაახლოებით 1010 -1011 უჯრედი. ბაქტეროიდები ჩართულია ნახშირწყლების დუღილის პროცესში, ცილების უტილიზაციასა და ნაღვლის მჟავების ბიოტრასფორმაციაში. ზოგიერთი სახეობა პათოგენურია და იწვევს ადამიანის ე.წ. ანაერობულ ინფექციებს. ობლიგატური ანაერობებია (ლიტერატურაში არის მონაცემები, რომ Bacteroides fragilis-ს ზრდა შეუძლია ჟანგბადის დაბალი კონცენტრაციის (500 ნმოლამდე პირობებში). ნახშირწყლების დუღილის ძირითადი პროდუქტია ძმარმჟავა, იზოვალერიანის მჟავა, ქარვის მჟავა. ენერგიის ძირითადი წყაროა პოლისაქარიდები. ბაქტეროიდებს შეუძლიათ ქოლესტეროლის აღდგენა, მუკოპოლისაქარიდ ქონდრინსულფატის ჰიდროლიზი. არ წარმოქმნიან ინდოლს, ასინთეზებენ კატალაზას, ჰიდროლიზებენ ესკულინს, იწვევენ სხვადასხვა ნახშირწყლების დუღილს. უმოძრაოებია, არ წარმოქმნიან სპორებს, გააჩნიათ ორი პოლისაქარიდისაგან შემდგარი პოლისაქარიდული კაფსულა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.