ადანტი / Adant

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ადანტი / Adant-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ნატრიუმის ჰიალურონატი/ hyaluronic acid sodium

ადანტი / Adant-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის გამააქტიურებელი, ტროფიკის გამაუმჯობესებელი და რეგენერაციის პროცესის მასტიმულირებელი პრეპარატები


ადანტი / Adant აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა:
1 მლ.
ნატრიუმის ჰიალურონატი……. 10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნატრიუმის ჰიალურონატი წარმოადგენს ბუნებრივ პოლიმერს გლიკოზამინოგლიკანების კლასიდან, რომელიც სინოვიალური სითხის ფიზიოლოგიური ფუნქციის ძირითადი და წამყვანი კომპონენტია. ნატრიუმის ჰიალურონატი ხასიათდება ვისკოელასტიურობით, ჰიგროსკოპულობით და ლუბრიკანტული თვისებით. ჰირუანის სახსარშიდა ინექცია აუმჯობესებს სახსრის ფუნქციას და მობილურობას; ახდენს დაავადებულ სახსარში სინოვიალური სითხის ნორმალიზებას.

ჩვენებები
მუხლის სახსრის დეფორმაციული ოსტეოართრიტი, მხრის პერიართრიტი.

მიღების წესი და დოზები
ადანტის ინექცია კეთდება უშუალოდ მუხლის ან მხრის სახსარში კვირაში ერთხელ 5 კვირის განმავლობაში. ინექციის რაოდენობა განისაზღვრება სიმპტომებიდან და დაავადების სიმწვავიდან გამომდინარე. ჰირუანის ინექცია კეთდება უშუალოდ სახსარშიდა სივრცეში (სინოვიალურ სითხეში) და ამიტომ საჭიროა მკაცრად იყოს დაცული პროცედურის სტერილურობა.

გვერდითი მოვლენები
ჰიპერმგრძნობელობა: შეშუპება (სახეზე, ქუთუთოებზე), სიწითლე სახეზე, იშვიათად გამონაყარი, ურტიკარია, ქავილი. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ჰირუანით მკურნალობის შეწყვეტა და ადექვატური მკურნალობის ჩატარება.
ინექციის ადგილას: შეიძლება განვითარდეს ტკივილი (ტრანზიტორული), შეშუპება, სიწითლე, სითბოსა და სიმძიმის შეგრძნება. შეიძლება განვითარდეს: გულისრევა, ღებინება და ცხელება.
სერიოზული გვერდითი მოვლენები: შოკის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება და ტარდება ადექვატური მკურნალობა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის ჰიალურონატის მიმართ.

სიფრთხილის ზომები:
ადანტით მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია სახსარში ანთებითი პროცესის ალაგება, რადგან ჰირუანმა შეიძლება გაამწვავოს ანთების სიმპტომები.
სახსარში სითხის რეტენციის შემთხვევაში რეკომენდებულია ართროცენტეზი.
ადანტით მკურნალობა წყდება პირველი 5 კვირიანი არაეფექტური მკურნალობის შემთხვევაში.
დაუშვებელია ჰირუანის სისხლძარვღში ინექცია.
ადანტი არის ძალიან   ბლანტი, ამიტომ ინექციისთვის სასურველია 22-23 გ-იანი ნემსის გამოყენება.
ადანტი ინახება 2-8oC ტემპერატურაზე, ინექციამდე 30 წუთით ადრე პრეპარატი უნდა გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე;
ადანტის სახსარშიდა ინექცია კეთდება პრეპარატის გახსნისთანავე

განსაკუთრებული მითითებები
ადანტი სიფრთხილით ინიშნება სხვა მედიკამენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის, ღვიძლის დაავადებების ან მისი ფუნქციური სინჯების დარღვევის შემთხვევაში. სიფრთხილით ინიშნება ბავშვებში, ხანდაზმულებში, ორსულებში ვინაიდან არ არსებობს კვლევები ნატრიუმის ჰიალურონატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ. ძუძუთი კვების დროს რეკომენდებულია ლაქტაციის შეწყვეტა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ადანტის პრეციპიტაცია შეიძლება გამოიწვიოს სადეზინფექციო საშუალებებმა, ამონიუმის მარილებმა- ბენზალკონიუმის ქლორიდმა, ქლორჰექსიდინმა

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბნელ, ჰერმეტიულ კონტეინერში 2- 8°C ტემპერატურაზე მაცივარში.
შენახვის ვადა: 3 წელი (36 თვე)

გამოშვების ფორმა: 25მგ/2.5მლ მზა შპრიცი #1

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: Tedec-Meiji Farma S.A., ესპანეთი

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook