ბორდეტელა

ბორდეტელა (ლათ. Bordetella) – ბაქტერიების გვარი, რომელიც აერთიანებს წვრილ უმოძრაო კოკობაცილებს, რომლებიც იზრდებიან ბორდე-ჟანგუს ნიადაგსა და კაზეინ-ნახშირიან არეში.  აერობებია. არ წარმოქმნიან სპორებს. ბიოქიმიურად ნაკლებად აქტიურებია. ადამიანებში იწვევენ ყივანახველას და ყივანახველას მსგავს დაავადებებს. აღნიშნული ბაქტერიის გვარის სახელწოდება მომდინარეობს ბელგიელი იმუნოლოგის და ბაქტერიოლოგის ჟიულ ბორდეს (1870-1961) გვარის მიხედვით.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.