გენეტიკური მასალა

გენეტიკური მასალა (genetic material) – უჯრედის კომპონენტები, რომლებიც უზრუნველყოფს, გამრავლების პროცესში გენეტიკური ინფორმაციის (მემკვიდრეობის) დაცვას, რეალიზაციას, წარმოებას და გადაცემას. გენეტიკური მასალის თვისებებია: დისკრეტულობა (ქრომოსომის ცალკეული შეჭიდული ჯგუფები), უწყვეტობა (ქრომოსომის ფიზიკური მთლიანობა), ერთხაზოვნება (გენეტიკური ინფორმაციის ერთ განზომილებაში „ჩაწერა“), შეფარდებითი სტაბილურობა (შთამომავლობისათვის ინფორმაციის მცირე ცვლილებებით გადაცემა).


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..