აზიკარი – AZICARE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აზიკარი – AZICARE-ის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): აზიტრომიცინი/AZITHROMYCIN

აზიკარი – AZICARE-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი – აზალიდი


აზიკარი – AZICARE აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 კაფსულა შეიცავს:
აზიტრომიცინი…………….   250 მგ,

დამხმარე ნივთიერებები სახამებელი, უწყლო ლაქტოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ინდიგოკარმინი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ჟელატინი.

ჩვენებები:
აზიკარი ნაჩვენებია მის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით განპირობებული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ: სასუნთქი გზების ინფექციები (ბრონქიტი, ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია), და ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციები (ანგინა, სინუსიტი, ტონზილიტი, შუა ოტიტი);
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, მეორადად ინფიცირებული დერმატოზები);
უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები (გაურთულებელი ურეთრიტი ან/და ცერვიციტი, რომელიც გამოწვეულია Neisseria gonorrhoeae, Clamydia trachomatis-ით.

მიღების წესები და დოზირება:
ჩვეულებრივი თერაპიული დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 500 მგ-ს მკურნალობის I დღეს, შემდეგ 250 მგ-ს დღეში, მკურნალობის კურსი 5 დღემდე.
ბავშვების დოზა შეადგენს 10 მგ/კგ სხეულის წონაზე 1-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი – 3 დღე.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და საკვებ პროდუქტებთან:

ურთიერთმოქმედი პრეპარატები

ეფექტები

ანტაციდები

მცირდება აზიკარის შეწოვა, ამიტომ მას იყენებენ ანტაციდების მიღებამდე ერთი საათით ადრე, ან ანტაციდების მიღებიდან 2 საათში.

ციტოქრომ P 450 სისტემითმეტაბოლიზირებადი პრეპარატები:
კარბამაზეპინი, ტერფენადინი,
ციკლოსპორინი, ჰექსობარბიტალი,
ფენიტოინი.

სისხლის შრატში ჩამოთვლილი პრეპარატების დონის მომატება.

დიგოაციკარეინი

იზრდება დიგოაციკარეინის დონე სისხლის შრატში.

ჭვავის რქის წარმოებულები

ვაზოსპაზმი და პარესთეზია
ვარფარინი

ძლიერდება ანტიკოაგულაციური ეფექტი

თეოფილინი

იზრდება შრატში თეოფილინის კონცენტრაცია

ტრიაზოლამი

ქვეითდება ტრიაზოლამის კლირენსი, რაც იწვევს მისი ფარმაკოლოგიური ეფექტის გაძლიერებას

საკვების ერთდროული მიღება ანელებს აზიკარის შეწოვას – აუცილებელია პრეპარატის დანიშვნა საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე, ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები
დისკომფორტი მუცელში (ტკივილი, სპაზმი), გულისრევა, ღებინება, დიარეა, ღვიძლის ტრანსამინაზების დონის გარდამავალი მომატება, გამონაყარი კანზე.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა აზიტრომიცინის, სხვა აზიდების, მაკროლიდების მიმართ, ღვიძლის და თირკმელების მძიმე დაზიანებები, ორსულობა და ლაქტაცია.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის შესაძლებლობაზე:
პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების და ავტომობილის მართვაზე.
სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს. აზიკარის და ანტაციდების ერთდროული დანიშვნისას აუცილებელია 2 საათიანი ინტერვალის დაცვა პრეპარატის მიღებებს შორის.

შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ ადგილას.
აფთიაქიდან გაიცემა ექიმის რეცეპტით.

შენახვის ვადა: 2 წელი.

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი:: გამა, Pharmacare Int. Co./Pharmacare PLC Palestine Ramallah-St. Bitounia 3

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook