ათერომოდი / Atheromod

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ათერომოდი / Atheromodის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ათერომოდი / Atheromod-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები


ათერომოდი / Atheromod აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა: არტიშოკის ფოთლების ექსტრაქტი
მოქმედი ნივთიერებები
ქლოროგენისა და ცინარინის შემცველი, კოფეინის მჟავის წარმოებულები.

ფარმაკოლოგიური ეფექტები და მოქმედების მექანიზმები
არტიშოკი (Cynara scolymus)   გამოიყენება ჰეპატიტის,  მადის დაქვეითების, დისპეფსიის და ნაღვლის ბუშტის ფუნქციური დარღვევების დროს.
დისპეფსიის მკურნალობისას, იზრდება ნაღვლის ნაკადი ღვიძლიდან საჭიროებისამებრ. ქლოროგენული მჟავა და ცინარინი ზრდიან ნაღვლის ნაკადს. ცინაროპირცინს და სესქვიტერპენულ ლაქტონებს აქვთ ჰიპოგლიკემიური და ჰიპოლიპიდემიური თვისებები. ცინარინი ამცირებს შრატში ქოლესტეროლს თავისი ნაღვლმდენი თვისებებით, მაგრამ მაღალი დოზები და გახანგრძლივებული დროით მკურნალობა აუცილებელია.

ჩვენებები
•             ათეროსკლეროზის პრევენცია
•             ამცირებს ქოლსეტეროლს, LDL-ს და ტრიგლიცერიდებს; ზრდის HDL-ს
•             ამცირებს სისხლში შაქრის დონეს
•             ანტიოქსიდანტი და ჰეპატოპროტექტორი
•             ადიუვანტური თერაპია IBS-ის (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) სიმპტომების შემსუბუქებისათვის

დოზირება და მიღების წესი
3 ჯერ დღეში, ყოველ მიღებაზე 1-2 ტაბლეტი, კვებასთან ერთად.

უკუჩვენებები და გაფრთხილებები
ათერომოდის შემოგარსული ტაბლეტის მიღება სანაღვლე გზების ობსტრუქციის და Compositae ოჯახის მცენარეებზე ჰიპერმგრძნობელობის არსებობის შემთხვევაში უკუნაჩვენებია.  კენჭების არსებობის შემთხვევაში, მიიღება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები არ გამოვლენილა

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

ორსულობის და ლაქტაციის დროს მიღება
არ არის მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს არტიშოკის ექსტრაქტის ტოქსიკურობაზე ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში; თუმცა ის არ უნდა იქნეს მიღებული ჭარბი რაოდენობით.

დამატებითი შენიშვნები
•             სისხლში ლიპიდების ზრდა, განსაკუთრებით ქოლესტეროლის,  ცნობილია, როგორც ათეროსკლეროზის რისკ-ფაქტორი, რომელიც არის გავრცელებული მდგომარეობა უფროსი ასაკის ადამიანებში და სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი მიზეზი.   ათერომოდის შემოგარსულ ტაბლეტებს აქვს მნიშვნელოვანი ეფექტი ათეროსკლეროზის რისკის დაწევაში, ქიმიური ჰიპო-ლიპიდემიური მედიკამენტების  გვერდითი მოვლენების გარეშე.
•             ალერგიული რეაქციის შემთხვევაში, შეწყვიტეთ მიღება და გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
•             სხვა მედიკამენტების მსგავსად ათერომოდის შემოგარსული ტაბლეტები შეინახეთ ბავშვების მხედველობის არეს მოშორებულ და მიუწვდომელ ადგილას.
•             შეინახეთ მედიკამენტი თავის კონტეინერში, სინათლისაგან მოშორებულ ადგილას 15-30°Cტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

შეფუთვა და გამოშვების ფორმა: 350 მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტები, 10ტაბლეტი ბლისტერზე ან პლასტმასის კონტეინერში 100 ტაბლეტი, მოთავსებული მუყაოს ყუთში.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook