მწვანე არაგოგირდოვანი ბაქტერია ანუ მწვანე ძაფისებრი გოგირდოვანი ბაქტერია – ფილოგენეტიკურად ერთგვაროვანი, ფაკულტატურ ანაერობული, ფოტოჰეტეროტროფული ბაქტერიების ჯგუფი. ახორციელებენ ანოქსიგენურ ფოტოსინთეზს, ელექტრონების დონორებად იყენებენ H2S-ს, წყალბადს, გლუკოზას და ორგანული მჟავებს.მწვანე გოგირდოვანი ბაქტერიებისაგან განსხვავებით, მწვანე არაგოგირდოვანი ბაქტერიები, გოგირდწყალბადის დაჟანგვისას გოგირდს აგროვებენ უჯრედის გარეთ, აქედან მომდინარეობს მათი სახელწოდება. თანამედროვე წარმოდგენებით ამ ჯგუფში შედის 4 გვარი.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.