კინგელა

კინგელა (ლათ. Kingella) – Neisseriaceae-ს ოჯახის, ბაქტერიების გვარი. გრამუარყოფითი კოკები. პირველად გვარის წარმომადგენელი გამოყოფილი იყო 1960-იან წლებში. შედის ჯანმრთელი ადამიანის, ცხვირ-ხახის ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობაში. ზოგიერთი სახეობა იწვევს დაავადებას, რომელსაც ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, მუცლის ტკივილი და შარდში სისხლის  არსებობა. ყველაზე ხშირად გადაეცემა ცხოველების კბენის შედეგად. სადღეისოდ სარწმუნოდ, დაავადება დადასტურებულია მხოლოდ ორ ადამიანში. თუმცა, ბოლო კვლევებმა გამოავლინა, რომ კინგელა შეიძლება იყოს ბავშვებში, ძვალ-კუნთოვანი ანთებითი დაავადების გამომწვევი. 2014 წელს ბავშვთა ევროპულ ორთოპედიულ ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, მიკროორგანიზმმა გამოიწვია, მსხვილი სახსრების (მენჯ-ბარძაყის, მუხლის და კოჭ-წვივის) ჩირქოვანი ართრიტი 27 ბავშვში ასაკი 4-დან 5 წლამდე.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.