ალერგოსანი – ALLERGOSAN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ალერგოსანი – ALLERGOSAN-ის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება):  ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდი /chlorpromazine hydrochloride.

ალერგოსანი – ALLERGOSAN-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰისტამინური საშუალება


ალერგოსანი – ALLERGOSAN აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური მოქმედება ალერგოსანი წარმოადგენს ეთილენდიამინის წარმოებულს და არის H1-რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალება. იგი ხელს უშლის ალერგიული პროცესების განვითარებას. ანტიალერგიული ეფექტის გარდა პრეპარატს ახასიათებს სედატიური, საძილე და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება, პერიფერიული ანტიქოლინერგული და ზომიერი სპაზმოლიზური თვისებები.

ჩვენებები:
დრაჟე:
ალერგიული რინიტი;
ალერგიული კონიუნქტივიტი;
პოლინოზი;
კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, მწერების ნაკბენები);
ზოგიერთი საკვების ან წამლის გამოყენებასთან დაკავშირებული ალერგიული რეაქციები.
მალამო და კრემი:
მწერების ნაკბენი;
კონტაქტური და ლოკალური დერმატიტი;
გამონაყარი და ქავილი ალერგიულ მდგომარეობის დროს.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი

დრაჟე ინიშნება პერორალურად ჭამის დროს.
მოზრდილებში: 25 მგ (1 დრაჟე) 3-4-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზის გაზრდა შეიძლება 6 დრაჟემდე დღე-ღამეში.
5 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: 1/2 დრაჟე 2-3-ჯერ დღეში.

მალამო და კრემი მალამოს თხელი ფენა უნდა წაესვას კანის დაზიანებულ უბანზე დღეში 2-3-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

გვერდითი მოვლენებიდრაჟე
ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, სისუსტე, თავბრუ, დაღლილობა;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, მადის დაკარგვა ან მომატება, ყაბზობა;
კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივ: ალერგია, ჰიპერფოტომგრძნობელობა;
სხვა: მხედველობის დარღვევა, თვალშიდა წნევის მომატება, კუნთების სისუსტე, შარდვის გაძნელება.

მალამო და კრემი
შეიძლება გამოვლინდეს ქავილი ან გაღიზიანება, რომელიც სწრაფად ქრება.

უკუჩვენება:
დრაჟე:
გლაუკომა;
წინამდებარე ჯირკვლის ადენომა;
წყლულოვანი დაავადების გამწვავება;
პილოროდუოდენალური სტენოზი;
ასთმური შეტევა.
ვინაიდან არ არსებობს მონაცემები უსაფრთხოების შესახებ, ალერგოსანის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდებული.

მალამო და კრემი:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

განსაკუთრებული მითითებები
დრაჟე: გამოიყენება სიფრთხილით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ბრონქული ასთმის და ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის მქონე ავადმყოფებში. 60 წლის ასაკის ზევით ინიშნება სიფრთხილით, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, არტერიული წნევის დაქვეთება; ბავშვებში – აგზნებადობის რეაქციები. ალერგოსანის გამოყენება არ შეიძლება ალკოჰოლთან, სედატიურ და საძილე საშუალებებთან მათი მოქმედების გაძლიერების გამო. პრეპარატი არ ინიშნება პროფილაქტიკის მიზნით პაციენტებში, რომლებიც იტარებენ დესენსიბილიზაციას ალერგენებით.
გამოხატული სედატიური ეფექტის გამო ალერგოსანის დანიშვნა არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისათვის და მანქანა-დანადგარების მუშაობის დროს.
პრეპარატი არ ინიშნება ლაქტოზის უკმარისობის, გალაქტოზემის, ან მალაბსორბციის სინდრომის (გალაქტოზო-გალაქტოზური) მქონე პირებში, ვინაიდან პრეპარატის ყოველი დოზა შეიცავს 0.0166 გ ლაქტოზას. პრეპარატში შემავალი დამხმარე ნივთიერება სიმინდის სახამებლი წარმოადგენს საფრთხეს ცელიაკიის მქონე პირებისთვის.

მალამო და კრემი: პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული კანის ფართო უბნებზე კანის მთლიანობის დარღვევის და დამწვრობის დროს. ლოკალური გამოყენების დროს ალერგოსანს არ გააჩნია სისტემური მოქმედება, ამიტომ არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

ზედოზირება:
დრაჟე: მოზრდილებში ჭარბობს ცნს-ის დათრგუნვის სიმპტომები, ბავშვებში – ცნს-ს აგზნების ნიშნები. სპეციფიკური ანტიდოტის არარსებობის გამო მკურნალობა სიმპტომატურია: აქტივირებული ნახშირი, კუჭის ამორეცხვა, წყალმარილოვანი ხსნარების ინფუზია, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა პრეპარატები.

მალამო და კრემი: მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

დრაჟე: არ არის რეკომენდებული ალერგოსანის გამოყენება ქოლინოლიზურ საშუალებებთან, რადგან, შეიძლება გაძლიერდეს ქოლინოლიზური გვერდითი ეფექტები. მისი გამოყენება არ შეიძლება მაოს-ს ინჰიბიტორებთან ერთად (მაოს-ინჰიბიტორების გამოყენების შეწყვეტის შემდეგ უნდა იყოს დაცული ორკვირიანი ინტერვალი); ყველა სედატიური პრეპარატი, რომელიც თრგუნავს ცნს-ს (ბარბიტურატები, საძილე საშუალებები, ნარკოტიკული ანალგეტიკები, სედატიური საშუალებები, ტრანკვილიზატორები), აძლიერებენ ალერგოსანის სედატიურ ეფექტს.

მალამო და კრემი: არ არსებობს მონაცემები ალერგოსანის სხვა სამკურნალო საშუალებთან ურთიერქმედების შესახებ ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:

დრაჟე ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და ვარგისიანია 5 წელი.

მალამო და კრემი – ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ვარგისიანია 3 წელი.
შეფუთვის გახსნის შემდეგ კრემის გამოყენება შეიძლება 1 თვის განმავლობაში.

გამოშბვების ფორმა, შეფუთვა

1. შემოგარსული დრაჟე შეიცავს 25 მგ აქტიურ ნივთიერებას (შეფუთვაში 20 ცალი ტაბლეტია).
2. მალამო 1%: ტუბში 18 გ, 1 გ შეიცავს 10 მგ აქტიურ ნივთიერებას.
3. კრემი 1%: ტუბში 18 გ. 1 გ შეიცავს 10 მგ აქტიურ ნივთიერებს.

მწარმოებელი:: გამა, sopharma, ბულგარეთი.

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook