კლოსტრიდია

კლოსტრიდია (ლათ.Clostridium)
– გრამდადებითი ბაქტერიების გვარი, ობლიგატური ანაერობები. პროდუცირებენ ენდოსპორას. კლოსტრიდიები შედიან, ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ქალის სასქესო გზების ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობაში. ზოგჯერ მათ აღმოაჩენენ პირის ღრუსა და კანზე. კლოსტრიდიების გვარის ბაქტერიები, გამოიმუშავებს მეტად ძლიერ და ცნობილი შხამს – ბოტულოტოქსინს (C. botulinum), ტეტანოსპაზმინს (C. tetani), ε-ტოქსინს (C. perfringens) და სხვა. იწვევენ შემდეგ დაავადებებს: ტეტანუსს, აიროვან განგრენას და ბოტულიზმს. ცალკეული უჯრედები წარმოადგენენ წაგრძელებულ ჩხირებს. სახელწოდება მომდინარეობს ბერძ. κλωστήρ „თითისტარი“.  გვარი მოიცავს თავისუფლად მცხოვრებ სახეობებსაც (მაგალითად, Clostridium pasteurianum). სახეობა Clostridium chauvoei იწვევს შინაური პირუტყვის ემფიზემატოზურ კარბუნკულს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
  • Share this...Share on Facebook
    Facebook
    Tweet about this on Twitter
    Twitter
    English English Georgian Georgian