ალილესტრენოლი – ALLYLESTRENOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ალილესტრენოლი – ALLYLESTRENOL-ის ფარმაკოლოგიური თვისებები
პროგესტინი, კარგად გამოხატული, პროგესტაგენური აქტივობით გამოირჩევა; ენდომეტრიუმის ეპითელიუმი პროლიფერაციული ფაზიდან სეკრეციულ ფაზაში გადაჰყავს, ტროფობლასტის სეკრეციულ ფუნქციაზე მასტიმულირებელ ზეგავლენას ახდენს, აქვეითებს ოქსიტოცინაზას გამომუშავებას; ერთდროულად იზრდება პლაცენტარული სტეროიდული მეტაბოლიტების წარმოქმნა; პლაცენტის ფუნქციაში ნორმალიზაცია და ენდოგენური პროგესტერონის გამომუშავების (სეკრეციის) სტიმულაციაც აღინიშნება.


ალილესტრენოლი – ALLYLESTRENOL აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ჩვენებები
მოსალოდნელი აბორტი, ჩვეული აბორტი, მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობა.

დოზირების რეჟიმი
ინდივიდალურია; ერთჯერადი დოზა შიგნით მისაღებად 5 მგ ტოლია, სადღეღამისო დოზა 10-40 მგ ფარგლებშია.

გვერდითი მოვლენები
მოსალოდნელი დისპეპსიური მოვლენები, თავის ტკივილი, სითხის შეკავება.

უკუჩვენებები
გადახრები ღვიძლის ფუნქციებში, დუბინჯონსონის სინდრომი, როტორის სინდრომი, ანამნეზში აღნიშნული ტოქსიკოზი ან ჰერპესის მოვლენები წინა ორსულობის დროს.

განსაკუთრებული მითითებები
შაქრიანი დიაბეტის დროს ალილესტერენოლმა შეიძლება გლუკოზისადმი ტოლერანტობა დააქვეითოს. ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების ინდუქტორები ალილესტერენოლის ეფექტურობას აქვეითებს.

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook