ალკა-ზელტცერი – AlLKA-SELTZER

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

შემადგენლობა – 1 ტაბ.
აცეტილსალიცილის მჟავა 324 მგ
ლიმონის მჟავა 965 მგ
ნატრიურის ჰიდროკარბონატი 1625 მგ

ალკა-ზელტცერი – AlLKA-SELTZER-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.


ალკა-ზელტცერი – AlLKA-SELTZER-ის აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ჩვენებები
თავის ტკივილი. აგრეთვე ხანმოკლე მიღებისასთვის თავის ტკივილის და ერთდროულად კუჭის წვენის მჟავიანობის მომატების დროს.

შენიშვნები: ალკა-ზელტცერის მიღება არ შეიძლება ხანგრძლივად ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი შუშხუნა ტაბლეტები იხსნება წყალში.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებში: ერთჯერადი – 1-2 შუშხუნა ტაბლეტი. დღიური – 8 ტაბლეტამდე. ბავშვებში 3 წლიდან: ერთჯერადი – 1/2-დან 1/5 შუშხუნა ტაბლეტი. დღიური – 1-4 ტაბლეტამდე.

გვერდითი მოვლენები იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ჰიპერერგული რეაქციები (ბრონქოსპაზმი, კანის რეაქციები); ძალიან იშვიათად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სისხლდენები, თრთომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში (თრომბიოციტოპენია).

უკუჩვენება: ალკა-ზელტცერის გამოყენება არ არის რეკომენდებული სისხლდენისადმი მომატებული მიდრეკილების დროს. ალკა-ზელტცერის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციისას შემდეგ შემთხვევებში:

  • – ალკა-ზელტცერის დანიშვნისას ერთდროულად სხვა ანტიკოაგულანტებთან ერთად (მაგალითად კუმარინის წარმოებულები, ჰეპარინი);
  • – გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობის დროს;
  • – ბრონქული ასთმის ან მომატებული მგრძნობელობის დროს სალიცილატების, სხვა ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებების ან სხვა ალერგენების მიმართ;
  • – კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის ქრონიკული დაავადებების დროს;
  • – თირკმელების ფუნქციმს დარღვევის დროს ორსულებში, განსაკუთრებით ბოლო 3 თვის განმავლობაში.

განსაკუთრებული მითითებები: პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ბრონქული ასთმა, თივის ცხელება, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება (ცხვირის პოლიპები) ან სასუნთქი სისტემის ქრონიკული ინფექცია; მომატებული მგრძნობელობისას ტკივილგამაყუჩებელი და რევმატიზმის საწინააღმდეგო ნებისმიერი საშუალებების მიმართ ალკა-ზელტცერმა შეიძლება გამოიწვიოს ასთმის პროვოცირება (ე.წ ინტოლერანტობა ანალგეტიკების მიმართ, ანალგეზიური ასთმა). პრეპარატის მიღებამდე ასეთ პაციენტებში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ასევე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა (ალერგიულობა) პრეპარატის მიმართ. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ბავშვებში და მოზარდებში ალკა-ზელტცერი ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, რადგანაც შესაძლებელია რეის სინდრომის განვითარება, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს.

ზედოზირება: ჭარბი დოზირებისას განსაკუთრებით ბავშვებში და ხანდაზმულებში აღინიშნება თავბრუსხვევა და ყურებში შუილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ალკა-ზელტცერის და ანტიკოაგულანტების (კუმარინის წარმოებულები, ჰეპარინი ერთდროული გამოყენებისას იზრდება კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენების განვითარების რისკი.
ასპირინის კომბინირებისას კორტიკოსტეროიდებთან, სხვა არასტეროიდულ, ჰიპოგლიკემიურ (სულფანილშარდოვანა) და ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო (მეტოტრექსატი) პრეპარატებთან შესაძლოა განვითარდეს არასასურველი გვერდითი მოვლენები.
ასპირინთან კომბინირების დროს მცირდება: სპირონოლაქტონის, ფუროსემიდის, პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედება, რის გამოც ალკა-ზელტცერის გამოყენება ზემოთ აღნიშნულ საშუალებებთან ერთად შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.

ფორმა, შეფუთვა: შუშხუნა ტაბლეტები – შეფუთვაში 10 ც.

მწარმოებელი: – BAYER AG გერმანია

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook