ალმაგელი A – ALMAGEL A

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ალმაგელი A – ALMAGEL A-ის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი  ნივთიერება): ალგელდრატი (ალუმინის ჰიდროქსიდი) +მაგნიუმის ჰიდროქსიდი +ბენზოკაინი/ALGEDRATE; BENZOCAINE; MAGNESIUM HYDROXSIDE

ალმაგელი A – ALMAGEL A-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტააციდური საშუალება


ალმაგელი A – ALMAGEL A (გრანული) აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუსპენზია პერორალური მიღებისათვის:
ფლაკონში 170 და 200 მლ დოზირებულ კოვზთან კომპლექტში.
5 მლ
ალგელდრატი (ალუმინის ჰიდროქსიდი)……. 300 მგ
მაგნიუმის ჰიდროქსიდი………………………….100 მგ
ბენზოკაინი………………………………………….100მგ

დამხმარე ნივთიერებები
სორბიტოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ბუთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ეთილის სპირტი, ხსნადი საქარინი, ლიმონის ზეთი, დისტილირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ანტაციდურ საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს კუჭის წვენის გამოყოფის ხანგრძლივ ადგილობრივ ნეიტრალიზაციას და ამცირებს მის შემადგენლობაში შემავალი მარილმჟავას დონეს ოპტიმალურ ზღვრამდე. პრეპარატი ავლენს ადგილობრივ საანესთეზიო, ნაღველმდენ მოქმედებას და ახასიათებს სუსტად გამოხატული საფაღარათო ეფექტი.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ალუმინის ჰიდროქსიდი თრგუნავს პეფსინის სეკრეციას, ანეიტრალებს მარილმჟავას, წარმოქმნის ალუმინის ქლორიდს, რომელიც ტუტე არეში გარდაიქმნება ალუმინის ტუტე მარილებად. მაგნიუმის ჰიდროქსიდი ასევე ანეიტრალებს მარიმლმჟავას, გარდაიქმნება რა მაგნიუმის ქლორიდად, რომელსაც გააჩნია სუსტად გამოხატული საფაღარათო ეფექტი. ამგვარად, ხორციელდება ალუმინის ჰიდროქსიდის საწინააღმდეგო ეფექტი, რომელიც იწვევს ყაბზობას.
ბენზოკაინი ტკივილის სინდრომის დროს ავლენს გამოხატულ ადგილობრივ საანესთეზიო მოქმედებას.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სორბიტი აგრეთვე ხასიათდება საფაღარათო მოქმედებით. იგი უზრუნველყოფს ნაღვლის გაძლიერებულ გამოყოფას და ავსებს დამატებით მაგნიუმის ჰიდროქსიდის მოქმედების ეფექტს. პრეპარატი ხასიათდება თანაბარი და ხანგრძლივი ანტაციდური მოქმედებით შემდგომი ნახშირორჟანგის წარმოქმნის გარეშე, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს მეტეორიზმის განვითარების, ეპიგასტრალურ მიდამოში სიმძიმის შეგრძნებისა და მარილმჟავას სეკრეციის მეორადი გაძლიერების მიზეზს.
ალმაგელ A არ ზრდის კუჭის შიგთავსის pH-ის დონეს. პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალებში pH-ის დონის მნიშვნელობა შენარჩუნებულია 4.0-4.5-დან 3.5-3.8 საზღვრებში.
პრეპარატის გამოყენება არ იწვევს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას, არ იწვევს ალკალოზს და შარდგამომყოფ გზებში კონკრემენტების წარმოქმნას.
პრეპარატის გელის ფორმა ხელს უწყობს დამცავი შრის წარმოქმნას, რომელიც კუჭის ლორწოვან გარსზე უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერებების თანაბარ განაწილებას. პრეპარატის თერაპიული ეფექტი ვლინდება სწრაფად მისი ერთჯერადი დოზის მიღებიდან (3-5 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 70 წთ-ის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის აქტიური ნივთიერება პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ჩვენებები:
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
მწვავე ჰიპერაციდული გასტრიტი;
ქრონიკული გასტრიტი გამწვავების ფაზაში კუჭის ნორმალური და მომატებული სეკრეტორული ფუნქციით;
ეზოფაგიტი;
მწვავე დუოდენიტი;
საკვებით გამაწვეული ინტოქსიკაცია;
მეტეორიზმი;
საყლაპავის თიაქარი;
დიეტის ან ალკოჰოლის, ნიკოტინის, ყავის სამკურნალო საშუალებების ჭარბი დოზის მიღებით გამოწვეული ტკივილი ეპიგასტრალურ მიდამოში ან დისკომფორტი;
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ან გლუკოკორტიკოიდული საშუალებების ხანგრძლივად გამოყენების შედეგად განვითარებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზირება:
მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება 1-2 ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი სთ-ით ადრე. ან საღამოს ძილის წინ. აუცილებლობის შემთხვევაში ერთჯერადი დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 3 ჩაის კოვზამდე.
მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 16 კოვზს. მაქსიმალური დღიური დოზის მიღების შემდეგ მკურნალობის კურსი უნდა შეადგენდეს არა უმეტეს 2 კვირას.
10 წლამდე ასაკის  ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მოზრდილების დოზის 1/3-ის შესაბამისად, ხოლო 10-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში მოზრდილების დოზის 1/2.
დაავადების დროს, რომლის თანმხლებია გულისრევა, ღებინება და ტკივილი, მკურნალობას იწყებენ ალმაგელი A-თი, ხოლო ზემოთაღნიშნული სიმპტომების არარსებობისას პაციენტს უნიშნავენ ალმაგელს. პრეპარატის გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ.

გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ:
ცალკეულ შემთხვევაში – გემოს ცვლილების შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრალურ მიდამოში სპასტიური ტკივილები, ყაბზობა.
ცნსის მხრივ: პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლებელია ძილიანობის განვითარება.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: პრეპარატის მაღალი დოზით და ხანგრძლივად გამოყენება ფოსფორით ღარიბ საკვებთან ერთად, შეიძლება გახდეს კალციუმ-ფოსფორის ბალანსის დარღვევის მიზეზი მისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში, რასაც შეუძლია გამოიწვიოს ოსტეომალაციის განვითარება.

უკუჩვენებები:
თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა;
ალცჰეიმერის დაავადება;
ორსულობის პერიოდი;
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
პრეპარატის გამოყენება ახალშობილებში (1 თვემდე ასაკი) არ არის რეკომენდებული.

ორსულობა ლაქტაცია:
ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგ ნაჩვენებია.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
ახალშობილებში, რომელთა მშობლებიც დიდი ხნის განმავლობაში იღებდნენ ალმაგელ A-ს, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მყესების რეფლექსების მომატებას. გარდა ამისა, ახალშობილებში არსებობს ჰიპერმაგნიემიის განვითარების საშიშროება, განსაკუთრებით დეჰიდრატაციის მდგომარეობის დროს.
ექსპერიმენტული მონაცემებით პრეპარატი არ ხასიათდება ემბრიოტოქსიკური, მუტაგენური და ტერატოგენული თვისებებით.

განსაკუთრებული მითითებები
ალმაგელ A-ს ხანგრძლივად გამოყენების დროს საჭიროა კვების რაციონში ფოსფორით მდიდარი საკვების მიღება.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში ალმაგელ A-ს ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში აღინიშნება კიდურების შეშუპება, დემენცია და ჰიპერმაგნიემია.
ალმაგელ A­-ს და სულფანილამიდების ჯგუფის პრეპარატების დროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ალმაგელი A შეიცავს ბენზოკაინს.
ალმაგელ A-ს და კუჭში ხსნადი შემოგარსული პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან კუჭის pH ახდენს კუჭში ხსნადი გარსის სწრაფ გახსნას და შესაძლებელია გამოიწვიოს კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის გაღიზიანება.

ჭარბი დოზირებაარ არსებობს მონაცემები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ბენზოკაინი, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში წარმოადგენს სულფანილამიდების ანტიბაქტერიული აქტივობის ანტაგონისტს. პრეპარატისა და ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკების, H1-ჰისტამინო რეცეპტორების ბლოკატორების, საგულე გლიკოზიდების, რკინის მარილების, ფენოთიაზინების, ციმეტიდინის, რანიტიდინის და კეტოკონაზოლის ერთდროული გამოყენება იწვევს მათი აბსორბციის შემცირებას.
პრეპარატისა და ციპროფლოქსაცინის ერთდროული გამოყენებისას ამ უკანასკნელის დონე სისხლის პლაზმაში მცირდება.
ალმაგელ A-ს გამოყენების ფონზე მცირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ფოსფატების აბსორბცია, აგრეთვე მატულობს შარდიდან კალციუმის გამოყოფა, რაც იწვევს კალციუმ-ფოსფორის ბალანსის დარღვევას და ქმნის ოსტეომალაციის განვთარების პირობებს.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250 C ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილას. პრეპარატის შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა შეადგენს 5-150C. პრეპარატის გაყინვა დაუშვებელია.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მწარმოებელი:: გამა, BALKANPHARMA-TROIAN, ბულგარეთი

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook