ალოეს სიროფი მოცვით / IRUPUS ALOES CUM MYRTILLO

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ალოეს სიროფი მოცვით / IRUPUS ALOES CUM MYRTILLO-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ალოეს სიროფი მოცვით / IRUPUS ALOES CUM MYRTILLO-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები


ალოეს სიროფი მოცვით / IRUPUS ALOES CUM MYRTILLO აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
ალოეს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი – 0,125გ; მოცვის ნაყოფების ანთოციანების შემცველი სქელი ექსტრაქტი _ 0,15გ; 96% ეთილის სპირტი; სორბინის მჟავა ან მეთილპარაბენი; შაქრის სიროფი – 125გ-მდე.
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ფერმენტებს, ვიტამინებს, ანტრაცენწარმოებულებს, ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, ნახშირწყლებს, კაროტინს, პექტინოვან ნივთიერებებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
აქვს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპ¬ტიკური, ანტიოქსიდანტური მოქმედება. აძლიერებს მხედველობის სიმახვილეს (ღამის მხედველობას), ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ, კანის და ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს. შეიცავს ბიოგენურ სტიმულატორებს.

ჩვენებები

• თვალის ინფექციური დაავადებები (ბლეფარიტი, კონიუნქტი¬ვიტი, კერატიტი);
• მხედველობის გადაძაბვა;
• სიბნელის მიმართ მხედველობის ადაფტაციის მექანიზმის მოშლა;
• გონებრივი და ფიზიკური გადაღლა;
• თვალის სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზები

პერორალურად საკვების მიღების შემდეგ. მოზრდილებში: 15მლ სიროფი გახსნილი 1/4 ჭიქა წყალში 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 1-დან 3 წლამდე: 2,5მლ სიროფი გახსნილი 20მლ წყალში 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 5მლ სიროფი გახსნილი 20მლ წყალში 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 10მლ სიროფი გახსნილი 1/4 ჭიქა წყალში 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.
გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში.

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები, არტერიული წნევის მომატება, ჰიპერთერმია, დიარეა.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და უნდა მიმართოს ექიმს.
იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება

• ჰემოროიდალური სისხლდენა, მეტრორაგია;
• ორსულობა;
• კრონის დაავადება, წყლულოვანი ენტეროკოლიტი;
• ღვიძლის ციროზი, ქრონიკული პანკრეატიტი;
• დიფუზური გლომერულონეფრიტი;
• შაქრიანი დიაბეტი;

ორსულობა ლაქტაცია

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

განსაკუთრებული მითითებები
განსაკუთრებული მითითებები: 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება ხდება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
სიფრთხილე: პრეპარატი არ ინიშნება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არ არის მონაცემები. პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას ორგანიზმში მცირდება კალიუმის შემცველობა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს საგულე გლიკოზიდებისა და ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედების გაძლიერება. ალოე აძლიერებს პრეპარატების ზემოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვის პირობები:
15-25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გამოშვების ფორმა: 125გ სიროფი ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი:: გამა, ნეოფარმი,  საქართველო

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook