ლაქტობაცილა

ლაქტობაცილა  (ლათ. Lactobacillus, lac – რძე) – გრამდადებითი ფაკულტატური ანაერობები ანუ მიკროაეროფილური ბაქტერიები. ოჯახი Lactobacillaceae. რძემჟავა ბაქტერიების მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომელთა უმრავლესობა, ლაქტოზიდან წარმოქმნის სხვა ნახშირწყლებს და რძემჟავას. უმრავლეს შემთხვევაში ისინი არაპათოგენურებია. ბევრი მათგანი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის კვებაში. ადამიანის ნაწლავებსა და საშოში (დედერლეინის ჩხირები) ისინი მუდმივად არსებობს, სადაც არიან სიმბიოტურ ურთიერთობაში და შეადგენენ ნორმალური მიკროფლორის მნიშვნელოვან ნაწილს.
ბიოლოგიური თვისებები. სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ლაქტობაცილებს შეიცავს, მოქმედებენ პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ ანტაგონისტურად მათ შორის: სტაფილოკოკების, ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირის, შიგელების და სხვა. პრეპარატები ინიშნება ადამიანის ორგანიზმის ბაქტერიოცენოზის დარღვევისას (დისბაქტერიოზი). ლაქტობაქტერიების შემცველი პრეპარატები, აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას, ამაღლებენ ორგანიზმის არასპეციფიკურ რეზისტენტობას. 


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.