ლივერინი – LIVERIN

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ცინარის მშრალი ექსტრაქტი……….  200მგ
ქოლინის ბიტარტრატი…………….    100მგ
ბაყაყურა (Silibum marianum)………..   80მგ
ინოზიტოლი………………………….   40მგ
L-მეთიონინი…………………………   40მგ
ბაბუაწვერას ექსტრაქტი…………….  30მგ
ვიტამინი B6…………………………..   1მგ

დამხმარე ნივთიერებები: დიკალციუმის ფოსფატი 190მგ. მიკროკრისტალური ცელულოზა 57,924მგ. ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა 40მგ; პოლივინილ–პოლიპიროლიდონი 18მგ; მეთილჰიდროქსიპროპილ ცელულოზა 26,428 მგ; მიკროკრისტალური ცელულოზა 4მგ. სტეარინის მჟავა 3, 572 მგ, ნატრიუმის კროქსკარამელოზა 20მგ; გლიცერილბინატი 20მგ; სილიციუმის დიოქსიდი 10მგ; საღებავი E171 5,358მგ, E 101  0,642მგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული ჰეპატოპროტექტორული პრეპარატი.
ლივერინის შემადგენელი კომპონენტები დადებითად მოქმედებენ ორგანიზმის საჭმლის მომნელებელ, გულ–სისხლძარღვთა და იმუნურ სისტემაზე. პრეპარატი მონაწილეობს ღვიძლში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებში და ახდენს ათეროსკლეროზის, ჰიპერქოლესტერინემიის და ღვიძლის უკმარისობის განვითარების პრევენციას.

ცინარის ექსტრაქტი ხასიათდება ნაღველმდენი, ჰეპატოპროტექტორული თვისებებით, ასტიმულირებს ღვიძლის ფუნქციებს. ცინარის ექსტრაქტში არსებული აქტიური ნივთიერებები იცავენ ჰეპატოციტებს ტოქსინების მავნე ზემოქმედებისაგან, ხელს უწყობენ ორგანიზმიდან შლაკების, მძიმე მეტალების მარილების და სხვა მავნე ნივთიერებების გამოყოფას. ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტები ახდენენ ნაღვლის შემადგენლობის ნორმალიზაციას, ცილებისა და ცხიმების მონელების, ქოლეცისტიტის განვითარების პრევენციას და ამცირებენ ნაწლავებში აირების გამოყოფას.

ბაბუაწვერა აუმჯობესებს მადას, ააქტივებს გასტროინტესტინალური ტრაქტის ფუნქციებს და ახასიათებს სუსტი საფაღარათო თვისებები. გამოიყენება დიაბეტის, უროლითიაზის, ათეროსკლეროზის კომპლექსურ თერაპიაში. ხასიათდება ანტიტოქსიური, ანტიჰელმინთური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ამავე დროს ასტიმულირებს გულ–სისხლძარღვთა სისტემას. გააჩნია მატონიზირებელი ეფექტი, ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას.

ქოლინი ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ნივთიერება, მონაწილეობს მთელ რიგ მეტაბოლურ პროცესებში და ხელს უწყობს ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას. D,L–მეთიონინი – შეუცვლელი ამინომჟავა, წარმოადგენს L–ცისტეინის წინამორბედს, რომელიც თავის მხრივ არის გლუტათიონის წინამორბედი.
ჰეპატოციტებში გლუტათიონი უკავშირდება სამკურნალწამლო საშუალებების კატაბოლიზმის პროდუქტებსა და თრგუნავს მათ ტოქსიურ ზემოქმედებას.

ინოზიტოლი – ხელს უწყობს ღვიძლში დეტოქსიკაციის პროცესებში მონაწილე მედიატორების დაგროვებას.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6) წყალში ხსნადი ვიტამინი, ამინომჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმის კოფერმენტია.

ჩვენებები

ლივერინი გამოიყენება სხვადასხვა დაავადების კომპლექსურ თერაპიაში:

ღვიძლისა და სანღვლე გზების დაავადებები, ქრონიკული ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია,
თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
გასტრიტი;
შაქრიანი დიაბეტი;
დისბაქტერიოზი;
ალერგიული დაავადებები;
პრე– და პოსტოპერაციული პერიოდი ღვიძლსა და თირკმელებზე ქირურგიული ჩარევის დროს;
ათეროსკლეროზი;
ჰიპერქოლესტერინემია;
ქრონიკული ინტოქსიკაცია (ჰეპატოტოქსიური ნივთიერებებით, მძიმე მეტალების მარილებით ინტოქსიკაცია).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არსებობს კლინიკური მონაცემები აქტიური ინგრედიენტების ტერატოგენული ეფექტისა და სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ.

ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს; ლაქტაციის პერიოდში ლივერინი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

დოზირების რეჟიმი1 ტაბ 2–3–ჯერ დღეში.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები №45

შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 250Cტამპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე,

მწარმოებელიMonteffarmaco OTC S.p.A.  Bollate (Milan), იტალია.

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook