ლივორმაკი / LIVORMAC

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): nystatine, nifuratel

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები ..

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

1. რა არის ლივორმაკი ვაგინალური კაფსულებიდა რისთვის გამოიყენება
ლივორმაკი ვაგინალური კაფსულები არის ნისტატინისა და ნიფურატელის კომბინაცია. ნიფურატელი არის ქიმიოთერაპიული ნივთიერება რომელიც ავლენს ტრიქომონადების, ბაქტერიებისა და სოკოს გამანდგურებელ მოქმედებას. ნისტატინი ცნობილი ანტიბიოტიკია სოკოს საწინააღმდეგო ქმედებით, განსაკუთრებით აქტურიაჩანდიდატიპის სოკოს წინააღმდეგ.
ნიფურატელის ურთიერთქმედება ნისტატინთან იძლევა საშუალებას ვაგინიტის შემუშავდეს პოლივალენტური თერაპია, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის გამომწვევი პათოგენური აგენტების  (Candida a., Trichomonas  და ბაქტერიების) განადგურებას და აღადგენს საშოს ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.
ლივორმაკი ვაგინალური კაფსულები გამოიყენება ნიფურატელისა და ნისტატინის კომბინაციის მიმართ მოწყვლადი პათოგენური მიკროორგანიზმებით გამოწვეული საშოსა და გარეგანი სასქესო ორგანოების ინფექციების სამკურნალოდ.
ეს სამკურნალო საშუალება ნაჩვენებია მოზრდილებში.

2. რა უნდა იცოდეთ ვიდრე გამოიყენებთ ლივორმაკი ვაგინალურ კაფსულებს
 არგამოიყენოთ ლივორმაკი ვაგინალური კაფსულები თუ:
–  ალერგიული ხართ ნისტატინის ან ნიფურატელის ან მ წამლის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილი 6-ში).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:
ამ პროდუქტის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სენსიტიურობის ფენომენი. თუკი გამოვლინდება ჰიპერსენსიტული რეაქციები, წამლის მიღება უნდა შეწყდეს.
პრეპარატით მკურნალობის დროს თავი უნდა აარიდოთ სქესობრივ კონტაქტს. რეკომენდებულია ერთდროულად პარტნიორის გამოკვლევა და მკურნალობაც.
სამედიცინო პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს სამედიცინო კონტროლის ქვეშ. ლივორმაკი ვაგინალური კაფსულებით მკურნალობა არ უნდა მოხდეს მენსტრუალური
პერიოდის განმავლობაში, რადგან პროდუქტის დიდი დანაკარგის გამო მცირეა მისი ეფექტურობა: მენსტრუალური ნაკადი უმეტესად გამოდევნის პროდუქტს საშოდან.
შესაბამისად უმჯობესია იმგვარად დაგეგმოთ მკურნალობა, რომ არ მოხდეს მისი შეწყვეტა მენსტრუაციით. თუმცა თუ მენსტრუაცია მოულოდნელად დაიწყება,
უმჯობესი იქნება მკურნალობის ხელახ;ა დაწყება მენსტრუაციის დასრულების შემდგომ.

ბავშვები
ლივორმაკი ვაგინალური კაფსულების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის
სხვა წამლები და ლივორმაკი ვაგინალური კაფსულები
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუკი იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.

ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება
თუკი ორსულად ხართ ან ფიქრობთ რომ შესაძლოა ორსულად იყოთ, ან გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ჰკითხეთ რჩევა ექიმს ან ფარმაცევტს ამ წამლის მიღებამდე.

ორსულობა
არ არსებობს ან მწირია მონაცემები ნიფურატელი-ნისტატინის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში. ნებისმიერ შემთხვევაში, ორსულობის დროს პროდუქტის ადმინისტრირება უნდა მოხდეს აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში და ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ.

ძუძუთი კვება
უცნობია ხდება თუ არა ნიფურატელის ან ნისტატინის/მეტაბოლიტების სეკრეცია ადამიანის რძეში. ნებისმიერ შემთხვევაში, ორსულობის დროს პროდუქტის
ადმინისტრირება უნდა მოხდეს აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვისათვის ძუძუთი კვებისა და ქალისათვის მკურნალობის ჩატარების ბენეფიტების გათვალისწინებით.

ნაყოფიერება
არ ჩატარებულა ცდები ადამიანის ნაყოფიერებაზე გავლენის გამოსაკვლევად.
ცხოველებში ჩატარებული კვლევებით არ ვლინდება ირიბი ან პირდაპირი უარყოფითი გავლენა რეპროდუქტულ ტოქსიურობასთან მიმართებაში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვაზე გავლენა
ლივორმაკი ვაგინალური კაფსულები ავტომობილისა და სხვა მანქანების მართვაზე გავლენას არ ახდენს.
ლივორმაკი ვაგინალური კაფსულების შეიცავს ნატრიუმის ეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატს (E215) და ნატრიუმის პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატს (E217). შესაძლოა გამოიწვიოს
ალერგიული რეაქციები, რომლებიც შესაძლოა შეყოვნებული იყოს.

3. როგორ გამოვიყენოთ ლივორმაკი ვაგინალური კაფსულები
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ. კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ ხართ დარწმუნებული.

მოზრდილები
ჩვეულებრივ დოზა არის 1 ვაგინალური კაფსულა დღეში ან საღამოს ძილის წინ.
ზოგადად მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 7-10 დღის განმავლობაში

ასაკოვანი პაციენტები
განსაკუთრებული რეკომენდაციები დოზასთან მიმართებაში ასაკოვან პაციენტებში არარის.
პაციენტები ღვიძლის დაავადებით
არ არსებობს ამ პროდუქტის გამოყენებაზე რაიმე შეზღუდვა ღვიძლის დაავადების მქონე ქალებში, რადგან ეს პროდუქტი აქტიურია ადგილობრივად და რომელიმე აქტიური ინგრედიენტის სისტემურად შეწოვა უკიდურესად მცირეა.

პაციენტები თირკმლის დაავადებით
არ არსებობს ამ პროდუქტის გამოყენებაზე რაიმე შეზღუდვა თირკმლის დაავადების მქონე ქალებში, რადგან ეს პროდუქტი აქტიურია ადგილობრივად და რომელიმე აქტიური ინგრედიენტის სისტემურად შეწოვა უკიდურესად მცირეა.

პედიატრიული პოპულაცია
ლივორმაკი ვაგინალური კაფსულების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის.
გამოყენების ინსტრუქცია მაქსიმალური სამკურნალო ეფექტის მისაღებად მოათავსეთ ვაგინალური კაფსულები საშოს ყველაზე მაღალ ნაწილში.

თუკი იმაზე მეტი ლივორმაკი მიიღეთ ვიდრე უნდა მიგეღოთ. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუკი დაგავიწყდათ ლივორმაკის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუკი შეწყვეტთ ლივორმაკის მიღებას
ეს პრეპარატი უნდა გამოიყენოთ ისე, როგორც თქვენი ექიმი დაგინიშნავთ. თუ ნაადრევად შეწყვეტთ მკურნალობას, დაავადება შესაძლოა არ განიკურნოს.
თუკი დამატებით რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ ამ პრეპარატის შესახებ, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც ყველა სხვა წამალს, ამ პრეპარატსაც შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ძალიან იშვიათდ (შესაძლოა გამოვლინდეს 10 000 პაციენტიდან 1 პაციენტში)
– ცალკეული ალერგიული რეაქციები, როგორიცაა მაგალითად დერმატიტი ან ურტიკარია
– ვაგინალური წვა და ქავილი (ეს სიმპტომები როგორც წესი მსუბუქია და თავისით ალაგდება)
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში.

5. როგორ შევინახოთ ლივორმაკი
ეს სამედიცინო პროდუქტი არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის {EXP} და მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვადის {Expiry date} ამოწურვის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
წამლების გადაყრა დაუშვებელია საყოფაცხოვრებო ნაგავსა და კანალიზაციაში.
ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს როგორ მოვუაროთ წამლებს, რომლებიც აღარ გვჭირდება. ეს ღონისძიებები გაგვეხმარება გარემოს დაცვაში.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ლივორმაკი ვაგინალური კაფსულები
აქტიური სუბსტანციაა ნიფურატელი და ნისტატინი. ერთი ვაგინალური კაფსულა შეიცავს 500 მგ ნიფურატელს და 200 000 ს.ე. ნისტატინს.
სხვა ინგრედიენტებია: კაფსულის შიგთავსი: დიმეტიკონი; კაფსულის გარსი: ჟელატინი, გლიცეროლი, ნატრიუმის ეთილ p-ჰიდროქსიბენზოატი (E215) ნატრიუმის
პროპილ p-ჰიდროქსიბენზოატი (E217). ტიტანის დიოქსიდი(E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

როგორ გამოიყურება ლივორმაკი ვაგინალური კაფსულები და რა არის შეფუთვაში
ლივორმაკი ვაგინალური კაფსულები არის მდოგვისფერი ოვალური კაფსულები რომლებიც შეიცავენ ოდნავ მოყვითალო ზეთოვან სუსპენზიას.
მუყაოს შეფუთვაში მოთავსებულია 8 კაფსულა Al-PVC/PVDC ბლისტერზე.

მწარმოებელი კომპანია და ქვეყანა: DOPPEL Farmaceutici, იტალია
გამოშვების ფორმა: 500მგ/200 000ს.ე. ვაგინალური კაფსულა №8
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook