ლიმენდა / LIMENDA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მეტრონიდაზოლი, მიკონაზოლი/metronidazole, miconazole

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები ..

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროტოზოას, მიკრობების და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

წამლის ფორმა
ვაგინალური სუპოზიტორიები.
აღწერილობა: მოყვითალო-თეთრი ფერის ოვალური სუპოზიტორიები.

შემადგენლობა
ვაგინალური სუპოზიტრია შეიცავს
აქტიურინივთიერება: მეტრონიდაზოლი 750 მგ, მიკონაზოლის ნიტრატი 200 მგ.
დამხმარე ნივთიერება: ვიტეპსოლი S55.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკრობული, ანტიპროტოზოული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის გინეკოლოგიაში.

ფარმაკოთერაპიული თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ლიმენდა – კომბინირებული ანტიმიკრობული, ანტოპროტოზოული და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი მეტრონიდაზოლითა და მიკონაზოლით.
მეტრონიდაზოლი წარმოადგენს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიპროტოზოულ საშუალებას, ეფექტურია Gardnerella vaginalis და ანაერობული ბაქტერიების მიმართ, ანაერობული სტრეპტოკოკის და Trichomonas vaginalis-ის ჩათვლით.
მიკონაზოლის ნიტრატი ფლობს ფართო სპექტრს და განსაკუთრებით აქტიურია პათოგენური სოკოების, მათ შორის Candida albicans-ის მიმართ, გარდა ამისა, მიკონაზოლის ნიტრატი ეფექტურია გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა
ინტრავაგინალური გამოყენებისას მეტრონიდაზოლის ბიოშეღწევადობა 20%-ს შეადგენს შიგნით მიღებასთან შედარებით. ვაგინალური შეყვანისას წონასწორობის მდგომარეობის მიღწევისას მეტრონიდაზოლის პლაზმაში კონცენტრაციამ შეადგინა 1,67-7,2 მკგ/მლ.
მიკონაზოლის ნიტრატის ამ გზით გამოყენებისას სისტემური აბსორბცია ძალიან დაბალია (დაახლოებით დოზის 1,4%) და პლაზმაში არ ისაზღვრება.
მეტრონიდაზოლი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. აქტიურს წარმოადგენს ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტი. მეტრონიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6-11 საათს. დოზის დაახლოებით 20% გამოიყოფა შეუცვლელი სახით თირკმლებით.

ჩვენებები
– ვაგინალური კანდიდოზი;
– ბაქტერიული ვაგინოზი;
– ბაქტერიული ვაგინიტი;
– ტრიქომონადური ვაგინიტი;
– შერეული ვაგინალური ინფექციები.

გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი შეყავთ ინტრავაგინალურად დაწოლის წინ 1 სუპოზიტორია 7 დღის განმავლობაში.
მორეციდივე ვაგინიტის დროს ან ვაგინიტის შემთხვევაში, რომელიც რეზისტენტულია მკურნალობის სხვა სახეების მიმართ, ლიმენდა გამოიყენება 14 დღის განმავლობაში.
ვაგინალური სუპოზიტორიები შეიყვანება საშოში ღრმად ერთჯერადი სათითურის დახმარებით, რომელიც მოთავსებულია კოლოფში პრეპარატთან ერთად.
65 წელზე ხანდაზმულ პაციენტებს დოზირების რეჟიმის კორექცია არ ესაჭიროებათ.

უკუჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
– ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
– ეპილეფსია;
– პორფირია;
– ორსულობის პირველი ტრიმესტრი.

გვერდითი ეფექტები
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი კანზე) და ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ვაგინალური ქავილი, წვა და საშოს გაღიზიანება.
ვაგინიტის დროს საშოს ლორწოვანი გარსის ანთების გამო, საშოს გაღიზიანება (წვა, ქავილი) შიეძლება გაძლიერდეს პირველი სუპოზიტორიის შეყვანის შემდეგ ან მკურნალობის მესამე დღეს. ეს გართულებები სწრაფად ქრება მკურნალობის გაგრძელების შემდეგ. ძლიერი გაღიზიანების დროს მკურნალობა უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები
ლიმენდა განკუთვნილია მხოლოდ ინტრავაგინალური გამოყენებისთვის.
მკურნალობის პერიოდში დისულფირამის მსგავსი რეაქციის შესაძლებლობის გამო აუცილებელია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება,.
სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ სუპოზიტორიების ერთდროული გამოყენებისას კონტრაცეპტივებთან.
ტრიქომონადური ვაგინიტების მქონე პაციენტებში აუცილებელია სქესობრივი პარტნიორების ერთდროული მკურნალობა.
სისხლში ღვიძლის ფერმენტების, გლუკოზის (ჰექსოკინაზური მეთოდი), თეიფილინისა და პროკაინამიდის განსაზღვრისას შესაძლებელია შედეგების ცვლილება.

პრეპარატის გავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და სამუშაოს შესრულების უნარზე.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ექიმის დაკვირვებით ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ, როდესაც, დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.
მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, რადგან მეტრონიდაზოლი აღწევს დედის რძეში. ძუძუთი კვების განახლება შესაძლებელია მკურნალობის დამთავრებიდან 24-48 საათისშემდეგ.

გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ანტიკოაგულაციური მოქმედების გაძილერება.
ფენიტიონთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება სისხლში მეტრონიდაზოლის კონცენტრაციის შემცირება ფენიტიონის კონცენტრაციის მომატებით.
ციმეტიდინთან ერთდროული დანიშვნისას შესაძლებელია სისხლში მეტრონიდაზოლის კონცენტრაციის გაზრდა და იზრდება ნევროლოგიური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
ლითიუმთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს ლითიუმის ტოქსიურობის მომატება.
ლიმენდა ზრდის პლაზმაში ასტემიზოლის და ტერფენადინის კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება
მეტრონიდაზოლის ინტრავაგინალურად გამოყენებისას ჭარბი დოზირების მონაცემები არ არსებობს. საშოში შეყვანის შემდეგ მეტრონიდაზოლი შეიძლება შეიწოვოს იმ რაოდენობით, რომელიც საკმარისია სისტემური ეფექტების გამოსაწვევად.
სიმპტომები: გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, გენერალიზებული ქავილი, მეტალის გემოს შეგრძნება, მოძრაობითი დარღვევები (ატაქსია), თავბრუსხვევა, პარესთეზიები, კურნჩხვები, პერიფერიული ნეიროპათია (მაღალ დოზებში ხანგრძლივი გამოყენებისას), ლეიკოპენია, შარდის შეფერადება.
მკურნალობა: შემთხვევით შიგნით მიღებისას აუცილებელია ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან. პრეპარატის გამოყენება ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.

მწარმოებელი კომპანია და ქვეყანა: Zentiva (ზენტივა), თურქეთი
გამოშვების ფორმა: 750მგ/200მგ ვაგინალური სუპოზიტორია №7; №14
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook