ლიპოფუნდინი – LIPOFUNDIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …  

ლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პრეპარატი პარენტერული კვებისათვის – ცხიმოვანი ემულსია.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ცხიმოვანი ემულსიის საინფუზიო ხსნარი 20%:
ფალაკონში 100 მლ, 250 მლ და 500 მლ 1000 მლ

სოიოს ზეთი ………………………. 100 გ
საშუალო ჯაჭვის
მქონე ტრიგლიცერიდი (MCT) …..
100 გ
გლიცერინი ………………………. 25 გ
კვერცხის ლეციტინი ……………… 12 გ
α-ტოკოფეროლი …………………. 0.2 გ
ნატრიუმის ოლეატი-pH …………. 6.5-8.8-მდე
საინექციო წყალი …………………. 1000 მლ-მდე

შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების შემადგენლობა:

ლინოლეინის მჟავა …………………… 48-58 გ/ლ
α-ლინოლეინის მჟავა ………………… 5-11 გ/ლ
საერთო კალორიულობა: …………….. 7990 კჯ/ლ=1908 კკალ/ლ
თეორიული ოსმოლარობა: …………. 380 მოსმ/ლ
ტიტრის მჟავიანობა ან
ტუტიანობა …………………………..
<0.5 მმოლ/ლ
(pH=7.4) ……………………………. 6.5-8.8

ჩვენებები:
იყენებენ როგორც ენერგიის წყაროს;
ორგანიზმის უზრუნველყოფისათვის შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით და სითხეებით პარენტერული კვების დროს.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის დოზის განსაზღვრა ხდება ავადმყოფის მდგომარეობისა და ორგანიზმის ენერგიაზე მოთხოვნილების მიხედვით.

მოზრდილებში და 6 წლის ასაკის ზევით ბავშვებში ცხიმებზე მოთხოვნილების სადღეღამისო დოზა შეადგენს 1-2 გ ცხიმს/კგ წონაზე, რაც შეესაბამება ლიპოფუნდინის 20%-იანი ხსნარის 5-10 მლ-ს კგ წონაზე დღეში.
ახალშობილებში ცხიმებზე მოთხოვნილების სადღეღამისო დოზა შეადგენს 2-3 გ (მაქს.4 გ) ცხიმს/კგ წონაზე, რაც შეესაბამება ლიპოფუნდინის 20%-იანი ხსნარის 10-15 მლ-ს (20 მლ-მდე) კგ წონაზე დღეში.
შეყვანილი ცხიმების ელიმინირების პროცესი აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში, განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში და ბავშვებში ნაკლები სხეულის წონით ჯერ კიდევ არასაკმარისად არის განვითარებული, რის გამოც აღნიშნულ პაციენტებში ცხიმების მაქსიმალური დოზებით დანიშვნა არ წარმოებს. ამ დროს ყოველდღიურ ინფუზიებს შორის ინტერვალის დამთავრების შემდეგ, ჰიპერლიპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა შრატისმიერი ტრიგლირიცერიდების და ცხიმოვანი მჟავების მაჩვენებლების სისტემატურ კონტროლი.
1 წლამდე (ახალშობილების გარდა) და 1 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ცხიმებზე მოთხოვნილების სადღეღამისო დოზა შეადგენს 1-3 გ ცხიმს/კგ წონაზე, რაც შეესაბამება ლიპოფუნდინის  20%-იანი ხსნარის 5-15 მლ-ს კგ წონაზე. დღეში.
ინფუზიის სიჩქარე:
ცხიმოვანი ემულსიების გამოყენების ძირითად პრინციპს წარმოადგენს მათი ნელი შეყვანა. პირველ 15 წთ-ის განმავლაბში ინფუზიის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 0.05-0.1 გ/კგ/სთ-ის განმავლობაში, რაც შეესაბამება 0.25-0.5 მლ ემულსიას კგ/სთ-ში.
ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე:
0.15 გ ცხიმის კგ/წონაზე სთ-ში, რაც შეესაბამება 0.75 მლ-მდე ლიპოფუნდინის 20% ხსნარს კგ წონაზე სთ-ში. ამ დროს ინფუზიის წვეთოვანი რეჟიმი არ უნდა აღემატებოდეს 0.25 წვეთს კგ/წონაზე სთ-ში. ე.ი. 70 კგ სხეულის წონის მქონე პაციენტში ინფუზიის სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 50 მლ/სთ-ში ან 18 წვეთს წთ-ში. ინფუზიის სიჩქარის შემცირება ხდება კვების დარღვევის მქონე პაციენტებში, აგრეთვე ბავშვებში. რეკომენდებულია ინფუზიის ისეთი სიჩქარის შერჩევა, რათა პრეპარატის სადღეღამისო დოზის შეყვანა მოხდეს 24 სთ-ის განმავლობაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
სრული პარენტერული კვების დროს ცხიმოვანი ემულსია ინიშნება ძირითადად 1-2 კვირის განმავლობაში. პარენტერული კვების მიზნით ცხიმოვანი ემულსიის გამოყენების ჩვენების შემთხვევაში, შესაბამისი ლაბორატორიული კონტროლის შემდეგ, შესაძლებელია ლიპოფუნდინის გამოყენების გაგრძელება შედარებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
პრეპარატის შეყვანის წესი:
ლიპოფუნდინის შეყვანა ორგანიზმში ხდება ვენაში ინფუზიის სახით. შეყვანის წინ ცხიმოვანი ინფუზია უნდა იყოს სხეულის ტემპერატურის. ცხიმოვანი ემულსიები შეჰყავთ პერიფერიულ ვენებში. 5 მკმ-ზე ნაკლები ზომის დიამეტრის მქონე ფილტრების საინფუზიო სისტემების გამოყენება ცხიმოვანი ემულსიების შესაყვანად ნებადართული არ არის, რადგან აღნიშნული დიამეტრის მქონე ფილტრებში ემულსიები არ გადის.
იმ შემთხვევაში, როდესაც ცხიმოვანი ემულსიების შეყვანა წარმოებს ამინომჟავებისა და ნახშირწყლების ხსნარებთან ერთად, Y-ს მაგვარი ან ირგვლივ მყოფი გადამრთველი უნდა იყოს ინფუზიის ნაჩხვლეტთან უშუალოდ ახლოს, რაც ერთი და იგივე მილის საშუალებით ლიპოფუნდინთან ერთად სხვა ხსნარების შეყვანის შესაძლებლობას იძლევა. ამ დროს საჭიროა ლიპოფუნდინისა და სხვა პრეპარატის ხსნარების შეთავსებაზე განსაკუთრებული კონტროლი. ლიპოფუნდინი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ორვალენტიანი კათიონების შემცველ (მაგ. Ca,Mg) ხსნარებთან კომბინაციაში.

გვერდითი მოვლენები:
– იშვიათად ადგილი აქვს მწვავე რეაქციებს, ქოშინის, ციანოზის, ალერგიული რეაქციების, ჰიპერლიპიდემიის სახით. შესაძლებელია აგრეთვე,
– ჰიპერგლიკემია, ჰიპერკოაგულაცია, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია, ჰიპერთერმია, არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია, გაძლიერებული ოფლდენა, შემცივნება, ძილიანობა, ლიპიდების ინფუზიის დროს შესაძლებელია ტკივილი მკერდის ძვლის და წელის არეში.
ამ დროს აუცილებელია ინფუზიის შეწყვეტა და აღნიშნული სიმპტომების გაქრობის და შრატისმიერი ტრიგლიცერიდების მაჩვენებლების ნორმალიზების შემდეგ, შესაძლებელია ინფუზიის გაგრძელება ნაკლები სიჩქარით და/ან შედარებით ნაკლები დოზით. აღნიშნულ სიტუაციებში საჭიროა პაციენტებზე სისტემატური მონიტორინგის ჩატარება, განსაკუთრებით საწყის სტადიაში და შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის კონტროლი.
პაციენტებში ცხიმოვანი მეტაბოლიზმის დარღვევაზე ეჭვის დროს, ჰიპერლიპიდემიის გამორიცხვის მიზნით (შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაცია მოზრდილებში 3 მმოლ/ლ-ზე მეტი და ბავშვებში 1.7 მმოლ/ლ-ზე მეტი), საჭიროა შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის განსაზღვრა უზმოზე. პაციენტებში ჰიპერლიპიდემიის არსებობისას უზმოზე, ცხიმოვანი ემულსიების დანიშვნა ნებადართული არ არის.
ჰიპერლიპიდემია (შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაცია მოზრდილებში 3 მმოლ/ლ-ზე მეტი და ბავშვებში 1.7 მმოლ/ლ-ზე მეტი), ლიპიდების ინფუზიიდან 12 სთ-ის შემდეგ, მეტყველებს ცხიმოვანი მეტაბოლიზმის დარღვევის პროცესზე.
შენიშვნა:
პრეპარატის შეყვანით გამოწვეული ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში რეკომენდებულია პაციენტის მიერ მკურნალი ექიმის ინფორმირება.

უკუჩვენებები:
* სისხლის კოაგულაციის უნარის მკვეთრად გახატლული დარღვევები;
* შოკი და კოლაფსი;
* მწვავე თრომბოემბოლია;
* ცხიმოვანი ემბოლია;
* აციდოზითა და ჰიპოქსიით მიმდინარე მძიმე სეპტიცემია;
*მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის მწვავე ფაზა;
* კეტოაციდოზით გამოწვეული კომა;
* დეკომპენსირებული მეტაბოლიზმით ან არასტაბილური მეტაბოლიზმით მიმდინარე შაქრიანი დიაბეტი;
* პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* სხვადასხვა ეტიოლოგიის აციდოზი;
* ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (როგორიცაა – ჰიპოტონური დეჰიდრატაცია, ჰიპოკალიემია, ჰიპერჰიდრატაცია);
* ღვიძლის შიდა ქოლესტაზი;
პრეპარატის დანიშვნა აგრეთვე წინააღმდეგნაჩვენებია შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კუმულაციით მიმდინარე მდგომარეობების დროს, როგორიცაა:
* ცხიმოვანი ცვლის დარღვევა;
*ღვიძლის დაავადებები;
* რეტიკულოენდოთელური სისტემის მხრივ დარღვევები;
* ჰემორაგიული პანკრეონეკროზი.

განსაკუთრებული მითითებები:
* პრეპარატის დიდ დოზებში ყოველდღიურად დანიშვნის დროს აუცილებელია შრატისმიერი ტრიგლიცერიდების მაჩვენებლების კონტროლი და ინფუზიის პირველი დღის შემდეგ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის, მჟავა-ტუტოვანი შემადგენლობის და ელექტროლიტური ბალანსის კონტროლი.
* აუცილებელია წყლის ბალანსის და/ან პაციენტის სხეულის მასის სისტემატური მონიტორინგი. რადგან სისხლის უჯრედული შემადგენლობის ცვლილება შესაძლებელია გახდეს პრეპარატის ჭარბი დოზირების მიზეზი, ამიტომ მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია პერიფერიული სისხლის სურათის პერიოდული კონტროლი.
* პაციენტებში ცხიმოვანი მეტაბოლიზმის დარღვევაზე ეჭვის დროს, ჰიპერლიპიდემიის გამორიცხვის მიზნით, საჭიროა შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის განსაზღვრა უზმოზე.
* იმ შემთხვევაში, როდესაც ინფუზიის დროს შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაცია მოზრდილებში 3 მმოლ/ლ-ზე მეტია და ბავშვებში 1.7 მმოლ/ლ-ზე მეტი, საჭიროა პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა. შრატისმიერი ტრიგლიცერიდების მომატებული კონცენტრაცია ლიპიდების ინფუზიიდან 12 სთ-ის შემდეგ აგრეთვე მეტყველებს ცხიმოვანი მეტაბოლიზმის დარღვევის პროცესზე.
* სისხლში შაქრის რაოდენობის მომატების შემთხვევაში აუცილებელია ცხიმოვანი ემულსიის შეყვანის შეწყვეტა.
* ცხიმოვანი ემულსიების გამოყენება ენერგიის ერთადერთი წყაროს სახით იწვევს მეტაბოლური აციდოზის განვითარების პროვოცირებას. აღნიშნული გართულების თავიდან აცილება შესაძლებელია ნახშირწყლების ხსნარების ერთდროული გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხიმოვანი მჟავების ემულსიის ინფუზია ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს ნახშირწყლების ხსნარების შესაბამისი რაოდენობით შეყვანას.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი E გავლენას ახდენს სისხლის შედედების პროცესში მონაწილე ვიტამინ K-ზე, ამიტომ პაციენტებში პერორალური ანტიკოაგულანტების მიღების შემთხვევაში და მათში ვიტამინ K-ს დეფიციტზე ეჭვის დროს, რეკომენდებულია კოაგულაციური სტატუსის მონიტორინგი.

ორსულობა და ლაქტაცია:
* ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ლიპოფუნდინის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ამიტომ აღნიშნულ პერიოდში, განსაკუთრებით ორსულობის I ტრიმესტრში, პრეპარატის მიღება ნებადართული არ არის, გარდა იმ სიტუაციისა, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ჰიპერთერმია, თავის ტკვილი, მუცლის არეში ტკივილი, გადაღლილობა, ჰიპერლიპიდემია, ჰეპატომეგალია სიყვითლით მიმდინარე ან მის გარეშე, სპლენომეგალია, ღვიძლის ფუნქციური ტესტების პათოლოგიური მაჩვენებლები, ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰემორაგიები ან მათდამი მიდრეკილება, სისხლის შედედების ფაქტორების ცვლილება (სისხლდენის, სისხლის შედედების, პროთრომბინის დროის პათოლოგიური მაჩვენებლები და სხვა.).
მკურნალობა: აუცილებელია ინფუზიის შეწყვეტა. შემდგომი მკურნალობა განისაზღვრება დაავადების კონკრეტული სიმპტომების და მათი სიმძიმის მიხედვით; ცალკეულ სიტუაციებში შესაძლებელია სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმა.

განსაკუთრებული მითითებები:
ჰეპარინი აძლიერებს როგორც ეგზოგენური, აგრეთვე ენდოგენური გზით შეყვანილი ლიპიდების ლიპოლიზს, და ამ გზით იგი იწვევს სისხლის შრატში თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაციის გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ჰეპარინის გამოყენებით იზრდება ცხიმების ელიმინაციის პრცოესი., ჰიპერტრიგლიცერიდემიის შემთხვევაში, მისი გამოყენებარეკომენდებული არ არის, პირველ რიგში იმის გამო, რომ ცხიმების სწრაფი ელიმინაცია არ შეესაბამება ცხიმოვანი მეტაბოლიზმის ექვივალენტურ ზრდას, და მეორე მხრივ, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაციის მომატების გამო შრატში მიმდინარეობს ალბუმინებთან შეკავშირებული მეტაბოლიტების და სამკურნალო საშუალებების გამონთავისუფლების პროცესი.
გარდა ამისა, ჰეპარინის დიდ დოზებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში დანიშვნისას შესაძლებელია ცხიმების ელიმინაციის პროცესის პარადოქსული გაუარესება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ლიპოფუნდინის გამოყენება თანმხლები ხსნარის სახით ელექტროლიტებისა და სხვა პრეპარატების კონცენტრატებისათვის რეკომენდებული არ არის.
– ლიპოფუნდინის საინფუზიო ხსნარის შერევა სხვა სამკურნალო საშუალებთან ნებადართული არ არის, რადგან ამ დროს ხანგრძლივი დროის ინტერვალში გარანტირებული არ არის ცხიმოვანი ემულსიის ადექვატური სტაბილურობა.
– პარენტერული კვებისათვის საჭირო ხსნარების კომბინირება სხვა ხსნარებთან მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც შესაძლებელია ხსნარების ფარმაცევტული შეთავსებადობის კონტროლი და გარანტია.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე პრეპარატის გაყინვა ნებადართული არ არის. ფლაკონების შემთხვევით გაყინვის დროს საჭიროა მისი განადგურება. პრეპარატის დარჩენილი მოცულობის შემდგომი გამოყენება ნებადართული არ არის, საჭიროა მათი განადგურება. ემულსიის განშრევების (ცხიმის დალექვა) დროს მისი გამოყენბა რეკომენდებული არ არის.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: B.BRAUN MELSUNGEN, გერმანია

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook