ლომექსინი / LOMEXIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ფენტიკონაზოლი /fenticonazole

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები ..

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა
ვაგინალური კაფსულები: შეფუთვაში 2 ც.
1 კაფს.
ფენტიკონაზოლი…………………………………..600 მგ
ვაგინალური კაფსულები: შეფუთვაში 1 ც.
1 კაფს.
ფენტიკონაზოლი…………………………………..1000 მგ
დამხმარე ნივთიერებები: სოიოს ლეციტინი, თხევადი პარაფინი, პეტროლატუმი.
გარსი: გლოცერინი, ჟელატინი, ნატრიუმის ეთილჰიდროქსიბენზოატი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი.
ვაგინალური კრემი 2%: ტუბში 78 გ
1 გ
ფენტიკონაზოლი ნიტრატი……………………20 მგ
დამხმარე ნივთიერებები: წყალი, გლიცერინის მონოსტეარატი, ნატრიუმის ედეტატი, ცხიმოვანი მჟავეები და მაკროგოლის ეთერი, ლანოლინი ჰიდროგენიზირებული, ნუშის ზეთი, პროპილენგლიკოლი, ცეტილის სპირტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლომექსინი გინეკოლოგიაში გამოსაყენებელი სოკოს საწინააღმდეგო, ადგილობრივი მოქმედების ფართო სპექტრის პრეპარატია. ფენტიკონაზოლი (ლომექსინის მოქმედი ნივთიერება) იმიდაზოლის სინთეზური წარმოებულია (მისი რაცემული ნარევი ფენტიკონაზოლის აზოტმჟავას მარილის ფორმით). ახდენს ადგილობრივ ფუნგიციდურ და ფუნგისტატურ მოქმედებას. ასევე გააჩნია ბაქტერიებისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მოქმედების მექანიზმი ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირებაში მდგომარეობს, რომელიც არეგულირებს სოკოების უჯრედული მემბრანის გამტარობას. აქტიურია საფუარის სოკოების Candida spp. (Candida albicans ჩათვლით) და გრამდადებითი ბაქტერიების (Staphylococcus aureus, Streptococcus spp.), ასევე თრიცჰომონას ვაგინალის მიმართ. სხვა ცნობილი აზოლური ნაერთებისაგან (კერძოდ, ეკონაზოლისაგან, მიკონაზოლისაგან და კეტოკონაზოლისაგან) განსხვავებით ფენტიკონაზოლი აინჰიბირებს Candida spp. პროთეაზას. მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციაზე დაბალი კონცენტრაციებისას – 0.25-დან 16 მკგ/მლ-მდე. ეს მოქმედება არ არის დამოკიდებული ანტიმიკოზური აქტივობის სიძლიერეზე და განპირობებულია საფუარისმაგვარი სოკოების მიერ პროტეოლიზური ფერმენტების წარმოქმნის ერთ-ერთი სტადიის ინჰიბირებით.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა ლომექსინი პრაქტიკულად არ ექვემდებარება სისტემურ აბსორბაციას, ხანგრძლივი გარეგანი გამოყენებისას სისხლში მისი კონცენტრაცია არ განისაზღვრება. ლორწოვანი გარსების მიერ მისი შეწოვის ხარისხი უკიდურესად უმნიშვნელოა.

ჩვენებები
ვულვოვაგინალური კანდიდოზი, ვაგინალური ტრიქომონიაზი.

მიღების წესები და დოზები
კაფსულები (600 მგ და 1000 მგ) ღრმად შეიყვანება საშოში დაწოლილ მდგომარეობაში დღეში ერთხელ (უშუალოდ ძილის წინ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი დოზის მიღება 3 დღის შემდეგ. თრიცჰომონას ვაგინალის-ით გამოწვეული ინფექციების მკურნალობის დროს შესაძლებელია კაფსულების (600 მგ ან 1000 მგ) მიღება 24 სთ-ში. მკურნალობის არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში შესაძლებელია 10 დღეში განმეორებითი კურსის ჩატარება.
კრემი (დაახლოებით 5 გ) ღრმად შეიყვანება საშოში დაწოლილ მდგომარეობაში დღეში ერთხელ (უშუალოდ ძილის წინ) საჭიროების შემთხვევაში 2-ჯერ დღეში დილით და საღამოს. მკურნალობის კურსი 7 დღე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის კურსის 10 დღის შემდეგ განმეორებითი ჩატარება. მკურნალობას ატარებენ კლინიკურად სრულ გამოჯამრთელებამდე.
რეინფიცირების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებულია პარტნიორის კრემით მკურნალობა, რომელსაც დაიტანენ სასქესო ორგანოსა და ჩუჩაზე. ყოველი გამოყენების შემდეგ, გარეცხეთ აპლიკატორი თბილი წყლით (არა უმეტეს 500ჩ) და საპონით და გააშრეთ.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ერითემა.
ადგილობრივი რეაქციები: წვა, ქავილი, გაღიზიანება პრეპარატის გამოყენების ადგილას.
ლომექსინი, როგორც წესი, კარგად აიტანება, გვერდითი ეფექტები ტრანზიტული ხასიათისაა და პრეპარატის მოხსნას არ საჭიროებს.
თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული ინსტრუქციაში მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ორსულობა, ლაქტაცია, ბავშვთა ასაკი. პრეპარატი არ ინიშნება მენსტრუაციის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია
ამჟამად ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში ლომექსინის გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არ არსებობის გამო აღნიშნულ პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია სენსიბილიზაციის განვითარება. ამ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
3-კვირიანი თერაპიის განმავლობაში ეფექტისას მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაზუსტდეს დიაგნოზი.
მკურნალობის კურსის დაწყება მიზანშეწონილია მენსტრუაციის დამთავრების შემდეგ.
რეინფიცირების პრევენციისათვის რეკომენდებულია ერთდროულად პარტნიორის მკურნალობა საცხით, რომელიც წაისმევა სასქესო ორგანოს თავზე.
ავტომობილისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე გავლენა: არ არსებობს მონაცემები ატომობილების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე პრეპარატის განსაკუთრებული გავლენის შესახებ.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას აბსორბციის დაბალი დონის გამო სისტემური სისხლდენა ნაკლებად სარწმუნოა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის დადგენილი.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

მწარმოებელი კომპანია და ქვეყანა:: BOUCHARA-RECORDATI, საფრანგეთი

გამოშვების ფორმა: 1000მგ ვაგინალური კაფსულა №1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook