ლომილანი – LOMILAN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ლორატიადინი/LORATADINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები  

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
ლორატიადინი…………..10 მგ
სხვა ინგრედიენტები:
ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
სიროფი: ფლაკონში 120 მლ
5 მლ
ლორატადინი…………….5 მლ

სხვა ინგრედიენტები:
პოლისორბატი 80, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ბენზოატი, თეთრი შაქარი კრისტალური, ავიცელი RC591 FMC, ველური ალუბლის არომატი, კონც. გლიცეროლი პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ახდენს ალერგიის, ქავილის და ექსუდაციის საწინააღმდეგო ხანგრძლივ მოქმედებას. ამცირებს კაპილარების გამტარობას, ახდენს ქსოვილების შეშუპების პრევენციას, ხსნის გლუვი მუსკულატურის სპაზმებს.
არ მოქმედებს ცნს-ზე და არ იწვევს შეჩვევას. პრეპარატის მოქმედება იწყება მიღებიდან 30 წუთში, მაქსიმუმს აღწევს 8-12 საათში და შენარჩუნდება 24 საათის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა და განაწილება: შიგნით მიღების შემდეგ ლორატადინი სწრაფად შეიწოვება კნტ-დან. Cmax1 საათში მიიღწევა (ერთჯერადად მიღების შემდეგ დოზით 10 მგ). საკვებთან ერთად მიღება შეწოვას ანელებს. პლაზმის ცილებთან შეერთება 95%-ზე მეტს შეადგენს, არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
მეტაბოლიზმი: ექვემდებარება ღვიძლში “პირველი გავლის” ეფექტს. ბიოტრანსფორმირდება ჰიდროლიზის გზით აქტიური მეტაბოლიტის დეზკარბოეთოქსილორატადინის წარმოქმნით.
გამოყოფა: T1/2 ლორატადინისთვის 8 საათს შეადგენს, გამოიყოფა ნაღველთან და თირკმელებით.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში: T1/2 იზრდება ხანდაზმულ ადამიანებში და ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის და ჰემოდიალიზის ჩატარებისას ლორატადინის ფარმაკოკინეტიკა პრაქტიკულად არ იცვლება.

ჩვენებები:
შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების პროფილაქტიკა და მკურნალობა:
სეზონური და წლიური ალერგიული რინიტი;
ალერგიული კონიუნქტივიტი;
კანის ალერგიული გენეზის დაავადებების მკურნალობა (მ.შ. ქრონიკული იდიოპათური ჭინჭრის ციება);
ფსევდოალერგიული რეაქციები;
ალერგიული რეაქციები მწერების ნაკბენებზე.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში., ასევე უმცროსი ასაკის ბავშვებში სხეულის წონით 30 კგზე მეტი ინიშნება 10 მგ დღე-ღამეში (1 ტაბ. ან 2 დოზირებული კოვზი/10 მლ);

2-12 წლის ბავშვებში სხეულის წონით 30 კგზე ნაკლები – 5 მგ (1 დოზირებული კოვზი/5 მლ ან 1/2 ტაბ.). პრეპარატი მიიღება ერთხელ დღე-ღამეში.

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით ან თირკმლის უკმარისობით პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ – 1 ტაბლეტი ან სუსპენზიის 2 დოზირებული კოვზი დღეგამოშვებით.

12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია სუსპენზიის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები:
მოზრდილებში: პირის სიმშრალე, ღებინება, გასტრიტი, თავის ტკივილი, მომატებული დაღლილობა, ძილიანობა; იშვიათად (1%-ზე ნაკლები) – ღვიძლის ფუნქციის დარღევა, ალერგიული რეაქციები (გამონაყარი), ანაფილაქსიური რეაქციები, ალოპეცია.
ბავშვებში: იშვიათად – თავის ტკივილი, ნერვიულობა, ძილიანობა.
აღნიშნული გვერდითი ეფექტების სიხშირე ლომილანის გამოყენებისას იყო იგივე, რაც პლაცებოს გამოყენებისას.

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის უკმარისობის დროს. მონაცემები ლომილანის 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაცია:
ლომილანის გამოყენება ორსულობის დროს შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ   რისკს.
ლორატადინი დედის რძეში გადადის, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ლაქტაციის შეწყვეტის საკითხი.

განსაკუთრებული მითითებები:
* პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს არანაკლებ 2 დღით ადრე კანზე ალერგიული სინჯების ჩატარებამდე, ვინაიდან ლომილანმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მათ შედეგებზე.
* გამოყენება პედიატრიაში:  პრეპარატი არ ინიშნება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: მონაცემები ლომილანის რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ არსებობს. მაგრამ რეკომენდებულზე მაღალი დოზებით მიღებისას, ან პრეპარატის მიღების შემდეგ არასტანდარული ეფექტების გამოვლენისას, აუცილებელია სიფრხილის დაცვა საქმიანობის პოტენციურად საშიში სახეობების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციასა და რეაქციათა სისწრაფეს.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: თავის ტკივილი, ძილიანობა, ტაქიკარდია, რომლებიც შეიძლება ხანგრძლივად გაგრძელდეს.
მკურნალობა: დიდი რაოდენობით ლომინალის მიღებისას აუცილებელია პრეპარატის კნტ-დან სასწრაფოდ გამოდევნა და მისი შეწოვის შეძლებისდაგვარად შემცირება (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება). სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– კეტოკონაზოლთან და ციმეტიდინთან ერთად გამოყენებისას ლორატადინის კონცენტრაცია სისხლში იზრდება.
– მიკროსომული და მჟავების ინდუქტორებთან (ფენიტოინი, ეთანოლი, ბარბიტურატები, რიფამპიცინი) ერთად მიღება ამცირებს ლორატადინის ეფექტს.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი სუსპენზიის სახით ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.
მწარმოებელი: LEK, სლოვენია

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook