პეპტოსტრეპტოკოკი

პეპტოსტრეპტოკოკი წარმოადგენენ ანაერობული, გრამდადებითი კოკების ერთადერთ გვარს, რომელიც გვხვდება კლინიკური ინფექციებისას. ამრიგად, პეპტოსტრეპტოკოკების სახეობები განიხილება, როგორც კლინიკურად მნიშვნელოვანი ანაერობული კოკები. სახეობებიდან კლინიკური მნიშვნელობით გამოირჩევა Veillonella (გრამუარყოფითი კოკი) და მიკროაეროფილური სტრეპტოკოკები.
ანაერობული გრამდადებითი კოკები, წარმოადგენენ ნორმალური კუჭ-ნაჭლავის კომენსალების ნაწილს. ისინი გამოიყოფიან მუცლის ღრუს ინფექციებისას, როგორიცაა მაგალითად, პერიტონიტები. აღმოჩენილია ღვიძლის, ელენთის და მუცლის ღრუს  აბსცესების დროს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
  • Share on Facebook
    Facebook
    გააზიარე Facebook -ზე ..